კენიური „უგალი“

დიასახლისებო,საქართველოდან ძალიან შორს ღომს ტყუპისცალი ჰყოლია. როგორც აღმოჩნდა, კენიური ნაციუნალური კერძი, ძალიან ჰგავს ნამდვილ მეგრულ ღომს. მისი მომზადების წესიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ღომის. საინტერესოა, აქვთ თუ არა კენიაში „ელარჯიც“, თუმცა სანამ ამას გავიგებთ, „უგალის“ მომზადება ვცადოთ.
საჭირო ინგერდიენტები:

  • წყალი - 4 ჭიქა
  • მარილი (გემოვნებით)
  • წვრილად დაფქვილი სიმინდის ფანტელი.
მომზადების წესი:
ჩაასხით წყალი ქვაბში და ჩაყარეთ მარილი, ადუღების შემდეგ დაამატეთ სიმინდის ფანტელი და ურიეთ ნელა. დაუწიეთ გაზქურას და დაბალ ცეცხლზე, მანამდე ურიეთ, სანამ არ მიიღებთ სქელ მასას. ამის შემდეგ, გადმოიტანეთ მიღებული მასა დიდ თასზე, სასურველი რაოდენობა კი, სველი ხელებით დაამრგვალეთ და თეფშზე გადაიტანეთ.

„უგალი“ კენიაში ერთგვარ გარნირს წარმოადგენს, თუმცა თქვენ, როგორც ღომი, სულგუნის ან ყველის ნაჭრებით შეგიძლიათ მიირთვათ.
უგალი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ