ლუდერია - განსხვავებული კონცეფციის რესტორანი
ლუდის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. 24 მაისს თბილისს რესტორანი „ლუდერია“ შეემატა. რესტორანი გთავაზობთ ლუდის ფართო არჩევანს, უგემრიელესი კერძებისა და სასიამოვნო გარემოს თანხლებით. „ლუდერია“ პირველი ლუდის რესტორანია მსგავსი კონცეფციით.

„კონცეფცია მთლიანად მორგებულია ლუდზე, მაგრამ მენიუში ასევე გვაქვს ღვინის ფართო არჩევანი და ასევე ქართული კერძები საინტერესო, ახლებური ინტერპრეტაციით.
რაც შეხება ინტერიერს, მინიმალისტური დიზაინის, დასამახსოვრებელი ინტერიერია, რომელიც სიმსუბუქის შეგრძნებას იწვევს.  აქ ერთმანეთს იდეალურად ერწყმის ძალიან ძველი, მეოცე საუკუნის და თანამედროვე დიზაინის ელემენტები.„ - განგვიმარტა რესტორნის დამფუძნებელმა და დირექტორმა - გიორგი ბერიკაშვილმა.
რესტორანი „ლუდერია“ სიონის გვერდით მდებარე ისტორიულ, თბილისის ქარვასლის შენობაში მდებარეობს. სწორედ ამ ისტორიულ იბანში, ისტორიულ შენობაში გთავაზობენ მყუდრო გარემოს, საუკეთესო კერძებითა და მომსახურებით, ულამაზესი ხედების ფონზე.
ლუდერია
„რესტორანში იგეგმება საფეხბურთო და სპორტის სხვა სახეობების წახალისება სხვადასხვა აქტივობებით. „ლუდერია“ სტუმრებს გაანებივრებს ლუდის ფესტივალებით, შეჯიბრით ლუდის სმაში და სხვადასხვა გასართობი პროგრამებით.”
ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იგეგმება ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, 1 ივლისს.
რესტორანი „ლუდერია“ სტუმრებს ყოველ დღე 14:00-03:00 საათებში უმასპინძლებს. თქვენთვის სასურველი ლუდის დაგემოვნება ბამბის რიგი N8-ში შეგიძლიათ. შესასვლელი სანაპიროს მხრიდან.
ლუდერია
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL