თელიანი ველის კიდევ ერთი გამარჯვება



საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

 

კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან.  „International Wine Challenge 2019“-ზე 40 ქვეყნის ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელსაც 400 საერთაშორისო ღვინის ექსპერტი აფასებს. მთელი მსოფლიოს რჩეულ ღვინოებს შორის არის და კონკურსის უმაღლესი ჯილდო-ოქროს თასი დაიმსახურა „თელიანი ველის“ „გლეხური ქისი ქვევრი 2017-მა“. 

  • გლეხური ქისი ქვევრი 2017“-ოქროს თასი
  • გლეხური ქისი ქვევრი 2017“-ოქრო
  • თელიანი ველი მანავის მწვანე 2018 - ვერცხლი
  • გლეხური რქაწითელი ქვევრი 2017 - ვერცხლი
  • სამთავრო მწვანე 2017 - ვერცხლი
  • თელიანი ველი საფერავი როზე 2017 ბრინჯაო
  • გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2017 - ბრინჯაო
  • სამთავრო თელიანი 2017 - ბრინჯაო

 

„International Wine Challenge“  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 36 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.  გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს თასით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა.  The IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტია. 

„თელიანი ველს“ საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“  ოქროს თასი, 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი გადაეცა. 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL