“თაშრეს“ საფირმო ხაჭაპური

რესტორანი „თაშრე“ ყველასთვის კარგადაა ცნობილი მეგრული, ტრადიციული კერძებითა და მათი გამორჩეული გემოვნებით. სწორედ ამიტომ, ექკლუზიურად infos.ge-ს მკითხველისთვის „თაშრეს“ შეფმზარეულმა ნონა კაპანაძემ, საფირმო კერძების რეცეპტები გაგვანდო. დღეისათვის წარმოგიდგენთ საფირმო მეგრული ხაჭაპურის რეცეპტს.
თაშრე - ხაჭაპური
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფქვილი - 220 გრ
  • კარაქი ან მარგარინი - 20 გრ
  • ზეთი - 10 გრ
  • მარილი - (გემოვნებით)
  • დროჟი - 4 გრ
  • შაქარი - (მცირე რაოდენობით)
როგორც ქალბატონმა ნონამ აღნიშნა, ამოსული ცომი რამდენჯერმე უნდა გადავზილოთ, რათა მივიღოთ ფაფუკი მასა.

ცომის მზადაა და შეგვიძლია გადავიდეთ ხაჭაპურის გამოცხობაზე:
  • ცომი-450 გრ
  • იმერული ყველი - 300 გრ
  • მეგრული სულგუნი - 200 გრ
მას შემდეგ, რაც ცომში იმერულ ყველს მოვათავსებთ, თავზე მოსაყრელად გამზადებული გახეხილი სულგუნი, 40 გრ არაჟნითა და 1 ცალი კვერცხით უნდა შეაზავოთ. მიღებული მასა მოაყარეთ თავზე ცომს და შედგით 15 წუთით 300-350° გახურებულ ღუმელში.

„თაშრეს“ საფირმო მეგრული ხაჭაპური მზადაა. გემრიელად მიირთვით.
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ