ხუტაროკის მმართველი მენეჯერი
მაკა მახნიაშვილი, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი უკრაინული რესტორანი „ხუტაროკის“ მმართველი მენეჯერია. დღეს ქალბატონი მაკა INFOS.GE-ს საკუთარი კომპანიისა და გამოცდილების შესახებ უყვება.  განათლებით ეკონომისტია, ამბობს რომ ფინანსური განათლება ყოველთვის  ეხმარება სამუშაოს წარმატებით შესრულებაში. ცნობილი რესტორნის, წარმატებული მმართველი არ მალავს და სიამაყით აღნიშნავს, რომ ხუტაროკის მართვის სადავეების აღება მისი პირველი საპასუხისმგებლო თანამდებობა იყო და მისი წარმატებული დებიუტი სწორედ აქ შედგა. ხუტაროკზე საუბრისას ქალბატონი მაკა ვერ მალავს დიდ სიყვარულსა და სითბოს. „ხუტაროკმა საოცრად დიდი გამოცდილება და ძალა მომცა“ - ამბობს მაკა. როგორც მმართველი ხაზს უსვამს, რომ არასოდეს იყენებს საკუთარ ძალას და ბერკეტებს თანამშრომლებთან მიმართებაში, პირიქით აღნიშნავს რომ ხუტაროკი დაფუძნებულია მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე. ყოველ თანამშრომელს ეპყრობა როგორც მეგობარს და ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს. რესტორნის წარმატებას განაპირობებს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ყოველ თანამშრომელს აქვს თანაბარი უფლებები და სამსახურისადმი უსაზღვრო ერთგულება.   კომპანიის ძლიერება დგას არამხოლოდ ძლიერ მმართველზე, არამედ ყოველ თანამშრომელზე, რომლებიც საკუთარ საქმეში ყოველდღიურად დიდ შრომას დებენ.
როგორ გაჩნდა ქალაქის ცენტრში უკრაინული რესტორნის შექმნის იდეა?
რესტორანი ხუტაროკი დაარსდა 2011 წელს, გრიგოლ და თემურ ლეკვეიშვილების მიერ. მათი მჭიდრო კავშირი მეზობელ ქვეყანასთან გახდა იდეის მთავარი ამომავალი წერტილი. ჩაიდო ბევრი შრომა და ადამიანური რესურსი, რათა შექმნილიყო სრულყოფილად უკრაინული გარემო. მოსამზადებელი პერიოდის დროს რესტორნის ადმინისტრატორმა და შეფ-მზარეულმა სპეციალური კურსები გაიარეს უკრაინაში და მიიღეს სერტიფიცირებული განათლება. დღეს სწორედ ეს ადამიანები ქმნიან სტუმრებისთვის შუაქალაქში უკრაინულ გარემოს.

რაში იმალება „ხუტაროკის“ წარმატების საიდუმლო და რით გამოირჩევა ის სხვებისგან?
ხუტაროკის წარმატების საიდუმლო იმალება იმ სტანდარტებში რომელსაც მუდმივად იცავენ ჩვენს სამზარეულოსა და სტუმრებთან ურთიერთობაში. ყოველი რეცეპტი, რომელიც ასე მოსწონს საზოგადოებას მიჰყვება არსებულ სტანდარტს და არასოდეს იცვლება. ჩვენი ყოველი კერძი ინარჩუნებს გემოსა და ხარისხს. ხშირად მსმენია სტუმრებისგან მადლობა და „ხომ არ გააფუჭებთ გემოს?“ რათქმა უნდა - არა! ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყოველი კერძის სრულყოფილება. სულ ცოტა ხნის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად მოგვანიჭა სერთიფიკატი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ხუტაროკის მრავალფეროვანი მენიუ გამოირჩევა ყველა მსგავსი რესტორნისგან. საფირმო კიევური კატლეტი, ბორში და სხვა კერძები რომლებიც ასე მოწონთ სტუმრებს მხოლოდ ჩვენთან მზადდება არსებული რეცეპტით. ჩვენთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია.
კითხვაზე თუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს კარგ მმართველს ქალბატონი მაკა ამბობს რომ აუცილებელია მენეჯერი ყოველთვის ორიენტირებული იყოს განვითარებაზე, ბევრს კითხულობდეს და იაზრებდეს ყოველივე ახალს. აღნიშნავს რომ თავად ძალიან ხშირად ეცნობა სხვადასხვა მასალას და ცდილობს პრაქტიკაში განახორციელოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯერი ფლობდეს ადამიანების ფსიქოლოგიას „ჩვენს კომპანიაში 45 თანამშრომელია, ყოველ მათგანს აქვს სრულიად განსხვავებული ხასიათი. სწორედ მენეჯერი უნდა მოერგოს მათ და სწორად განსაზღვროს შენიშვნისა თუ წახალისების ფორმა“ ამბობს მაკა. მისი მთავარი რჩევაა კონცენტრაცია მოახდინონ განვითარებაზე, მოუსმინონ მათზე გამოცდილ ადამიანებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება. ხოლო მათ ვინც დღეს იწყებს კარიერას მენეჯერის პოზიციაზე ურჩევს იყვნენ მუდამ კრეატიულები, გაწონასწორებულები, მაქსიმალურად მოიკრიბონ ძალისხმევა და მონდომება, უყვარდეთ საკუთარი საქმე და მიუდგნენ პასუხისმგებლობით. რაც მთავარია ცხოვრებაში ყოველთვის ითამაშონ სუფთა წესებით და მუდმივად ეძიონ სიახლეები.
რამოდენიმე სიტყვა  INFOS.GE -ს შესახებ
INFOS.GE-სთან თანამშრომლობის დაწყების დროს გულახდილად რომ გითხრათ დიდი როლი ითამაშეს იმ ადამიანებმა რომლებთანაც მქონდა კომუნიკაცია. დღემდე ძალიან დადებითად ვარ მათდამი განწყობილი და დიდ პატივს ვცემ. შემდეგი ეტაპი კი იყო ის ფიდბექი რომელსაც ყოველდღიურად ვიღებდი ამ კომპანიისგან. დიდი ხნის განმავლობაში უამრავი ზარი სწორედ იმ ნომერზე შემოდიოდა რომელიც თქვენს საიტზე იყო მითითებული. მიხარია რომ ცდილობთ განვითარებას და ყოველთვის გვთავაზობთ სიახლეებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებას.
INFOS.GE- რესტორან „ხუტაროკს“ და მის მმართველ მენეჯერ მაკა მახნიაშვილს უსურვებს წარმატებას!





{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL