RICHBOX - პირველი სასაჩუქრე ყუთი მამაკაცებისთვის
რამდენიმე თვის წინ, ქართულ ბაზარზე საინტერესო სიახლე გამოჩნდა. RICHBOX - პირველი სასაჩუქრე ყუთია მამაკაცებისთვის.
 
როდის და როგორ გაჩნდა რიჩბოქსის შექმნის იდეა?
რიჩბოქსის გაკეთების იდეა რამდენიმე თვის წინ დაიბადა, მეგობრების წრეში, რადგან ბაზარზე ქალები და ბავშვები უფრო განებივრებულები არიან პროდუქციის მრავალფეროვნებით, იგივე ბოქსების სახით, გადავწყვიტეთ მეტი ყურადღება მამაკაცებისთვის დაგვეთმო.
მოგვიყევით რიჩბოქსის შესახებ:
რიჩბოქსი მამაკაცების ბოქსია, რომელიც როგორც პირადი  მოხმარებისთვის - ასევე სასაჩუქრედ გამოიყენება. ჩვენი მთავარი ამოცანაა - გავაუმჯობესოთ მომხმარებლის ცხოვრების სტილი , მივცეთ მათ საკუთარ თავზე ზრუნვის სტიმული და ხელი შევუწყოთ მათი ცხოვრების სტანდარტის ამაღლებას. RICHBOX - ის მთავარი მიზანია richbox -ელობა ასოცირდებოდეს ცხოვრების სწორ წესთან, ჯანსაღ ცხოვრებასთან, გართობასთან და დადებით ემოციებთან.
რა სახის ბოქსია, რა იდება ბოქსში, რა არ იდება ბოქსში?
ბოქსი თავისი შინაარსით სიურპრიზის ხასიათს ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხარებელმა წინასწარ არ იცის ბოქსი რა შიგთავსით არის დაკომპლექტებული, თუმცა გარკვეული კითხვარით ხდება ადრესატის ინტერესების შესწავლა და გათვალისწინება. ჩვენი ხედვით ბოქსში მხოლოდ ის კომპანიები და პროდუქციები აღმოჩნდება, ვინც ჩვენს ხედვას იზიარებს და თავისი არსებობით უკეთესი ცხოვრებისკენ მოუწოდებს მის მომხმარებელს.

როგორ შეაფასებდით საზოგადოების რეაქციას რიჩბოქსზე, როგორ მოსწონთ?
სიმართლე გითხრათ, ჩვენს გუნდს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ძალიან კარგ პროდუქტს ქმნიდა და ეს ჩვენში დიდ კმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მაინც არ ველოდით ასეთ დადებით შეფასებას, ამდენ მადლობას. ძალიან გაგვიხარდა, რომ ჩვენი შრომა მომხმარებლების მხრიდან  დაფასდა.
მოგვიყევით განვითარების გეგმების შესახებ.
როგორც გითხარით, ჩვენი მადლიერი მომხმარებელი, ჩვენი მთავარი წარმატებაა. როცა სტარტაპერი ხარ, მომხმარებელი და ის კომპანიების, ვისაც პარტნიორობას სთავაზობ, გარკვეულწილად ეჭვის თვალით გიყურებს, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ პარტნიორებს, ვინც სწორად შეაფასა ჩვენი პოტენციალი, გვენდო, ან თუნდაც შანსი მოგვცა, რომ შევმდგარიყავით, როგორც კომპანია. ბოქსი 2 აპრილიდან არის ბაზარზე და დინამიკა გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მართლა ვჭირდებოდით ქართულ ბაზარს. უახლოეს მომავალში გვინდა დედაქალაქს გავცდეთ და სხვა ქალაქებშიც გავახაროთ მომხმარებელი.
 
Richbox ორი სახეობის ბოქსს გთავაზობთ: სტანდარტ-ბოქსი, რომელიც 50 ლარი ღირს და VIP რიჩბოქსი,რომლის ღირებულება 250 ლარია. ბოქსის შეძენა მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი: www.richbox.ge

 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL