„თელიანი ველი“ ღვინის ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაზე
„თელიანი ველი“ გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა - „ProWein-2019“-ს დაესწრო. 
გამოფენა - “ProWein“, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებლებისთვის, წლის მთავარი მოვლენაა და მასში „თელიანი ველი“ ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას. 

წელს გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია.  
„კომპანია „თელიანი ველი“ უკვე მრავალი წელია იღებს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენა „ProWein“-ზე. ეს არის იდეალური შესაძლებლობა იმისა, რომ მოიძიო ახალი კონტაქტები, გაესაუბრო სხვა კომპანიებს, პირადად გააცნო ქართული ღვინო და მისი ისტორია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და გახვიდე ახალ ბაზრებზე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოფენაზე ხდება ინდუსტრიის სიახლეებისა და ტენდენციების გაზიარება. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს, საშუალება ეძლევათ ადგილზევე დააგემოვნონ პროდუქტი, კომპანიებს კი, შეუძლიათ პოტენციურ კლიენტებს სრულად გააცნონ ქართული ღვინო“.- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას „თელიანი ველის“ ბრენდისა და ტურიზმის განვითარების მენეჯერმა - სალომე მოსიძემ. 
აქვე შეგახსენებთ, რომ გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 60-მდე ქვეყნის მეწარმემ წარადგინა.  ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები კი, გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით მონაწილეობდნენ. 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL