საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო XX საუკუნის ნაგებობათა რენოვაციის პროცესს იწყებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაგებობების რენოვაციის პროცესის დაწყება იგეგმება.

განხორციელდება პროექტი, რომელიც XX საუკუნის რამდენიმე მასშტაბური ობიექტის ვიზიტორებისთვის გათვალისწინებულ შემეცნებით და გასართობ ზონებად ადაპტირებას გულისხმობს. სააგენტოს ცნობით, პროექტი სამომავლოდ მოდერნიზებული სივრცეების ევროპის კულტურულ მარშუტებში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

„პირველადი კონსულტაციების შედეგად, შერჩეულია საორიენტაციო დარგობრივი მიმართულებები, რომლებსაც სამომავლოდ პროექტი მოიცავს. პოტენციურ სფეროებად მძიმე სამრეწველო, ენერგეტიკული და აგრარული სექტორები განიხილება. მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებში შემეცნებით-სანახაობრივი სივრცეების მოწყობის კონცეფციაზე მუშაობას სააგენტო ესტონურ კომპანია - „კოკო არქიტექს“-თან ერთობლივად დაიწყებს და პროცესს მსხვილ საწარმოთა მესაკუთრეებთან თანამშრომლობით წარმართავს. სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით „კოკო არქიტექსის“ სამუშაო ჯგუფი საქართველოს მიმდინარე წლის აპრილში ეწვევა“.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, უცხოური გამოცდილების საფუძველზე, მსხვილი ინდუსტრიული სივრცეების შემეცნებით-სანახაობრივი მიმართულებით რენოვაციის იდეას, სააგენტო შემეცნებით-სამეცნიერო და ეკონომიკურად მიზანშეწონილ პროექტად განიხილავს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს "კოკო არქიტექს"-თან თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს და ესტონეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ტალინის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაგებობათა რეაბილიტაციის რამდენიმე პროექტს, რომელსაც "კოკო არქიტექსი" ახორციელებს.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL