„კერია“ - ერთმანეთისგან განსხვავებული სამი დარბაზი ერთ სივრცეში
ყველასთვის კარეგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი რესტორანი - „კერია“, თბილისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. რესტორანი გახსნის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ-ევროპული სამზარეულოს მოყვარულებში და  მიუხედავად იმისა, რომ „კერია“ თბილისში მხოლოდ ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი, ის სამ სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს.
კერიარესტორნის ერთი სართული ქართულ კლასიკურ დარბაზს მოიცავს, მეორე სართულზე ღია ტერასა, მესამეზე კი, ლაუნჯის ტიპის სივრცეა მოწყობილი.

„ჩვენი რესტორნის მთავარი სიამაყე, გახსნის დღიდან უცვლელი მაღალი ხარისხი და მომსახურების მაღალი დონეა. გარდა ამისა, ყოველთვის დიდ  მოწონებას იმსახურებს ჩვენი ინტერიერი და ის ოჯახური გარემო, რომელსაც თითოეულ სტუმარს ვუქმნით. უდიდეს მნიშვმნელობას ვანიჭებთ ხელმისაწვდომ ფასებს და გასართობ პროგრამას, რომლითაც ყოველ საღამოს შეგიძლიათ დატკბეთ“.
კერიაროგორც რესტორანში განგვიმარტეს, ყოველ საღამოს „კერიაში“ მისულ სტუმრებს უმეტესად ქართული და უცხოური სიმღერების გასართობ პროგრამას სთავაზობენ, თუმცა ხშირად იმართება ჯაზ-მუსიკის საღამოებიც. უგემრიელესი კერძებიდან, განსაკუთრებული პოპულარობით რომ, კერიას ლობიანი სარგებლობს, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესტორნის მენიუში უამრავი გასაოცარი საავტორო კერძია.
კერიაასევე გავიგეთ ისიც, რომ  რესტორნის მფლობელებს, კიდევ ერთი ფილიალის დამატების სურვილი აქვთ, ჩვენს კი რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ დასახული გეგმის ასრულება ვუსურვოთ და დაველოდოთ „კერიას“ ახალ ფილიალს. მანამდე გეტყვით, რომ „კერიას“ ბელიაშვილის 79 ნომერში, ყოველდღე 12:00 საათიდან შეგიძლიათ ესტუმროთ.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL