მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - მარტვილის კანიონზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე - ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათვალიერა.

„ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები. გარდა ამისა, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები“.

აქვე შეგახსენებთ, რომ მარტვილის კანიონს 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო. 2018 წელს საქართელოს ეროვნულ პარკებს, რეკორდული რაოდენობის - 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL