The Times, National Geographic და სხვა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები საქართველოს სტუმრობენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სამთო კურორტების პოტენციალის გაცნობის მიზნით, საქართველოს დიდი ბრიტანეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სტუმრობენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი გამოცემების The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების InTheSnow Magazine-ის, Snow-Forecast.com-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრეს-ტური მოეწყო.

„სამთო ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებმა სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს, აჭარაში გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი მოინახულეს.  ასევე გაეცნენ საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბნებს და  ერთკვირიანი ტურის ფარგლებში იგეგმება გუდაურში სტუმრობაც, სადაც კობი-გუდაურის დამაკავშირებელ ახალ საბაგიროს და ახალ სათხილამურო ტრასებს მოინახულებენ. ბრიტანელი ჟურნალისტები ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ მსოფლიოში პოპულარული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ“. - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მათივე განმარტებით, პრეს-ტური დიდი ბრიტანეთიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით იმართება.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL