ქართული ღვინო ფრანგულ ფესტივალზე
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ - „Salon Bacchus“-ზე იყო წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფესტივალში ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ. რაც შეეხება ქართულ ღვინოს,  „Salon Bacchus“-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. საქართველოს საფრანგეთის ფესტივალზე წარდგენას, ხელი შეუწყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ორგანიზაციამ - ”LE PONT CAUCASIEN“.

„როგორც ყოველთვის, ქართული ღვინის სტენდთან 3 დღის მანძილზე ხალხმრავლობა იყო. საერთო ვიზიტორთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფესტივალებში მონაწილეობა. ამ გზით ქართულ ღვინოს ჩვენ მივიტანთ უშუალოდ მომხმარებლამდე და ცნობადს გავხდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შედეგად ღვინის პროფესიონალები, რესტორნები, ღვინის მაღაზიები და ღვინის ბარები უფრო დაინტერესდებიან ჩვენი ღვინით“ - აღნიშნა ”LE PONT CAUCASIEN“-ის დირექტორმა - ილია კახოიძემ.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საფრანგეთში ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება მზარდია. 2018 წელს საქართველოდან საფრანგეთში 113 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 7%-ით აღემატებოდა 2017 წლის მონაცემებს. მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 17 ათას ბოთლზე მეტი, რაც 24%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL