„ლაგაზა“ - ღვინის ახალი მაღაზია-ბარი თბილისში
თბილისში  2 თვის წინ კიდევ ერთი ახალი ობიექტი - „ლაგაზა“  გაიხსნა. ღვინის მაღაზია-ბარი, 70-მდე სახეობის ღვინოსა და რამდენიმე განსაკუთრებული, ექსკლუზიური ჯიშის ღვინოებს სთავაზობს მომხმარებლებს. უგემრიელესი ღვინის დასაგემოვნებლად მისულებს კი, ასევე ექსკლუზიური ესპანური ძეხვეულის ასორტსაც შემოგთავაზებენ.
ლაგაზა„ლაგაზა ვაინ ბარი“ არის ადგილი, სადაც ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი და უგემრიელესი ქართული სამზარეულო დაგხვდებათ, რომელიც ხმელთაშუაზღვის კულინარიის გავლენით იქმნება. ჩვენმა შეფ-მზარეულმა ტრენინგი ლონდონიდან სპეციალურად ჩვენთან ჩამოსულ შეფ-მზარეულთან გაიარა და სწორედ მასთან ერთად შევქმენით ჩვენი გამორჩეული მენიუც. უმეტესად მცირე მარნებთან ვთანამშრომლობთ და გვაქვს საკუთარი ღვინოებიც. მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი „ლაგაზას მწვანე“, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური მახასიათებლებით გამოირჩევა”.
ლაგაზარა თქმა უნდა, ფასებითაც დავინტერესდით და როგორც გავიგეთ, 1 ბოთლი საფერავი 19, წინანდალი 10, ნაფარეული 10, ხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული ღვინო - „სოლომნიშვილის საფერავი“ 150 ლარი ღირს.
ლაგაზა ამ პატარა, მყუდრო და ლამაზ ბარს, სადაც უგემრიელესი კერძები და ღვინის განსაკუთრებული სახეობები დაგვხდებათ, პეკინის 2 ნომერში შეგიძლიათ ესტუმროთ.  „ლაგაზა“ ვაინ ბარი ყოველდღე, 12:00 საათიდან გიმასპინძლებთ.
ლაგაზა
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL