წინ გასაოცარი უიქენდი გველოდება

infos.ge-ის რუბრიკა, სად წავიდეთ უკვე ტრადიციად იქცა. ამ რუბრიკაში თქვენ შეხვდებით ყველა ღირსშესანიშნავ ივენთს, რომლებიც დაგეხმარებიან მძიმე, საქმიანი და დაძაბული კვირის შემდეგ სასიამოვნოდ განიტვირთოთ და რელაქსისა და სიამოვნების მომნუსხველი ძალა შეიგრძნოთ.
 
 
ელექტრონული მუსიკა
 
KHIDI
 
22 მარტს, მიწისქვეშა, ელექტრო სამყაროში სტოკჰოლმური ჰარმონიისა და თბილისური ქაოსის საოცარ სინთეზს განვიცდით. პარასკევს ღამეს, KHIDI-ის სცენაზე გამოჩნდება დუო სტოკჰოლმიდან - GIJENSU. დუოს უხეში და მძაფრი ტექნოს შემდეგ, არავის ეგონოს რომ ეს ღამე მშვიდად გაგრძელდება. GIJENSU-სთან ერთად ტექნო სცენაზე გამოჩნდება პარიზელი  TRYM, ტექნოსა და მძიმე ტრანსის ჰარმონიული შერწყმით გაფეტიშებამდე გაპოპულარებული არტისტი. მათი მასპინძელი კი გიგა არაბული იქნება, პროექტით FREQUENCY SHIFTER.
 
I Pre-Sale: 20 GEL
II Pre-Sale: 30 GEL
Door: 30 GEL 

Facebook Event: https://www.facebook.com/events/268559294085218/

Tickets: https://khidi.ge/product/friday-22-mar/?fbclid=IwAR3PnuTpU-Qv2DZeabgtN93n6qXOZZtebrmQYHviIzpn0RL3Gk15IemeSbw

 

BASSIANI
 
დინამოს ქვეშ, BASSIANI-ის განმათავისუფლებელ სივრცეში, თავისი უკომპრომისო მუსიკით რეივერების გულებს ძლიერ ააფორიაქებს DJ STINGRAY.  ელექტრო სამყაროს საკულტო ფიგურებისკენ მიმავალ გზას HELENA HAUFF კიბე-კიბე გადის და ამას ყოველდღე უფრო სწრაფად ახერხებს, სწორედ ის იქნება STINGRAY-ის პარტნიორი.  ამ ორი გამორჩეული არტისტის ერთ სივრცეში ხილვა, უკვე აფორიაქებას უნდა იწვევდეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, HOROOM-ის სცენაზე კლუბის რეზიდენტები MERCURRIO და GIVI GELASHVILI გამოჩნდებიან.
 
I Basket: 30GEL
II Basket: 40GEL
III Basket: 50GEL
Door: 50GEL

Facebook Event: https://www.facebook.com/events/368974813831928/

Tickets: https://bassiani.com/night/bassiani-horoom-22-03-19/

ლაივ კონცერტი
 
 
ყველასთვის საყვარელი და არაორდინალური სახელის მქონე, თვითონ არაორდინალური და ექსტრავაგანტური ქართული ჯგუფი “არა” 22 მარტს ბარში “ბარი-ბარში” დაუკრავს. სახელი არ იკმარეს და დროც რაღაც ამოუხსნელად შეარჩიეს. “არა” ბარში 20:54-ზე გამოჩნდება. ბილეთის ფასი 10 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია ბარის შესასვლელში მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც 18 წელს უკვე მიაღწია ან გადაცდა ამ ასაკს. ბარის განცხადებით, სპეციალურად ამ დღეს უარი უნდა ვუთხრათ მაგიდებს, ამიტომაც 22 მარტს “ბარი-ბარში” ფეხზე დგომა მოგიწევთ…
Facebook Event: https://www.facebook.com/events/806985319635795/


თეატრი
 23 მარტს ახმეტელის თეატრში გაიმართება უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის “მეფე ლირის” პრემიერა. ამ სპექტაკლში თქვენ ნახავთ ამ პიესის ახლებურ, ორიგინალურ გააზრებას. სპექტაკლის რეჟისორია ირაკლი გოგია. სპექტაკლზე დასწრების ღირებულებაა 10 ლარი, დასაწყისი 19:00.
Tickets: https://tkt.ge/Show/6627/mefe-liri

ბავშვებისთვის

გადატვირთული გრაფიკის გამო ბავშვები, მშობლებს ხშირად უნაწყენდებიან ხოლმე, ამიტომაც თუ არ გსურთ პატარები გაანაწყენოთ შეგიძლიათ, დამღლელი კვირის შემდეგ პატარებს სიურპრიზი გაუკეთოთ და მუსიკის სახელოსნოში ჩაეწეროთ.მუსიკის სახელოსნო პატარებისა (10 თვიდან 3 წლამდე) და მათი მშობლებისთვის
ფრანგულ ენაზე. სახელოსნოს უძღვება მუსიკოსი ეფი ცანგარიდუ
თარიღი:
შაბათი, 2019 წლის 23 მარტი , 10 საათი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
შაბათი, 2019 წლის 23 მარტი, 11 საათი, 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა. მაქსიმუმ 10 ბავშვი.
ფასი : 15 ლარი. ხანგრძლივობა : 45 – 50 წუთი
პროგრამაშია : სიმღერები, გასართობი დასარტყამი ინსტრუმენტები და მუსიკალური ხმოვანება, თამაშები ამბებისა და სიმღერების ნარევით, თითებისა და ხელების თამაში, ცეკვა. პატარა ხელებისთვის ადაპტირებული მუსიკალური ინსტრუმენტები, ფერადი თავშლები და მარიონეტები.
საკონტაქტო ინფორმაცია ჩაწერისთვის : 032 292 28 55 / 032 293 44 58
ქართულ ენაზე : manana.iashvili@institutfrancais.ge
Facebook Event: https://www.facebook.com/events/370502910345561/

თუ მუსიკაზე მეტად თქვენს პატარებს ლიტერატურა აინტერესებთ, მაშინ არ გამოტოვოთ კითხვის საათი, სპეციალურად ბავშვებისთვის. კითხვის საათი 23, 24 მარტს,  ჭავჭავაძის 7  „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება. 23 მარტს, ჭავჭავაძის კითხვის საათის სტუმარი იქნება მომღერალი კახა ცისკარიძე, რომელიც სპეციალურად პატარებისთვის ახალ წამოწყებასაც დაანონსებს.

ღონისძიების დასასრულს პატარები მათ საყვარელ გმირებს დახატავენ. ოთხი საუკეთესო ნახატი გამოიფინება „ბიბლუსი გალერეას“ სივრცეში.  საუკეთესო ნახატის მფლობელი კი დაჯილდოვდება. სიმბოლური საჩუქრები „კითხვის საათის“ ყველა მონაწილეს გადაეცემა.  რეგისტრაცია სავალდებულოა: 
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScRskQ8A6ofxc5K9UL4rSeq38lsF73GiPlCt5PwFkZV7zPaAA/viewform

ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად, ბილეთის ფასია 5 ლარი: 
https://biblusi.ge/products/book/1640-bileTi-1219775/?fbclid=IwAR2IPSvCn-mzCuhvns6C5jfbAcK197uTGhJGwmGv0oyF50H8qeuGgqygbMY

Facebook Event: https://www.facebook.com/events/299108657423751/

გამოფენა
 
 2016 წელს გამოვიდა დავით ანდრიაძის წიგნი-"გმირი და მოდელი",რომლის პერსონაჟიც რუსუდან გაჩეჩილაძეა.ამ წიგნის  საალბომე ნაწილში შესულია მხატვრის ნამუშევრების ილუსტრაციები.რუსუდან გაჩეჩილაძეს არასოდეს ჰქონია პერსონალური გამოფენა და ეს ექსპოზიცია ნაწილობრივ მაინც შეავსებს ამ ხარვეზს. გამოფენა გაიმართება იარტ გალერეაში, უზნაძის 13 ნომერში. რუსუდან გაჩეჩილაძე უახლესი ქართული ქანდაკების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. გამოფენა 18 მარტს გაიხსნა და 4 აპრილამდე გაგრძელდება. თუ თქვენ ხელოვნებისა და ქანდაკების გულშემატკივარი ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ გამოფენას.

Facebook Event: https://www.facebook.com/events/254534938765293/

საჯარო ლექცია
 
 
24 მარტს, იოსებიძის 57 ნომერში, აზროვნების აკადემიაში გელოდებათ თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი. “იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში!” გურამ დოჩანაშვილმა ეს ხე, ნამდვილად ამოიყვანა ადამიანის სულში და ძალიან ბევრ ადამიანს ლიტერატურა შეაყვარა. შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან ცხრა საათზე დაიწყება და 2-3 საათი გაგრძელდება. ამ შეხვედრაზე დასწრების ღირებულება ტრადიციულად 30 ლარია, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის კი 20. ადგილები შეზღუდულია, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გადახვიდეთ სარეგისტრაციო ბმულზე: 
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdJcdelkpuUPvnTn875iMXMQfhdjt8E3wwSu9cOo2dZpBFFyQ/viewform  თუ, რათქმაუნდა, თავს მისალოცებად თვლით…

Facebook Event: https://www.facebook.com/events/608028522993852/
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL