ტოლმა ვაზის ფოთოლში - რეცეპტი




ტოლმა მრავალი ჩვენი მეზობელი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ტოლმა ვაზის ფოთოლში - ტოლმის ერთ-ერთი ყველა გამორჩეული ნაირსახეობა რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტოლმის მოყვარულებში. გთავაზობთ ტოლმის რეცეპტს.
როგორ მოამზადოთ ტოლმა ვაზის ფოთოლში.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. საქონლის ხორცი ან შერეული ხორცი.
  • 100   გრ. ბრინჯი.
  • 4   თავი ხახვი.
  • 500   გრ. არაჟანი ან მაწონი.
  • ვაზის ფოთოლი.
  • მარილი და პილპილი
  • 1   კონა ქინძი
  • 1   კონა ოხრახუში
  • უცხო სუნელი
  • ხმელი ქინძი
  • 4   კბილი ნიორი

მომზადების წესი

საფეხური 1:
საქონლის ხორცი (სურვილისამებრ, შეურიეთ ღორის ხორცი) პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გაატარეთ აგრეთვე ხახვი, მწვანილები და ნიორი. გატარებული ინგრედიენტები თასში მოათავსეთ და მარილი, პილპილი და სუნელები დაუმატეთ. შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი. კარგად აურიეთ.

საფეხური 2
ვაზის ფოთოლი გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და მალევე ამოიღეთ წყლიდან, გაშალეთ და გააცივეთ.

საფეხური 3:
ხორცის პატარ–პატარა გუნდები მზა ვაზის ფოთოლში გაახვიეთ. ქვაბის ძირში რამდენიმე ვაზის ფოთოლი ჩააფინეთ და ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ. დაასხით მარილიანი წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. როცა მოიხარშება, ამოიღეთ ლაგარზე და მოასხით მაწონი არ ანაჟანი. 



გემრიელად მიირთვით!

{{ authTitle }}
{{ alert.title }}