ნუშის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე
მიუხედავად იმისა, რომ ნუში ერთ-ერთი უგემრიელესი კაკლის სახეობაა, მის დაგემოვნებას ხშირად ერიდებიან მაღალკალორიულობის გამო. მართალია ნუში ცხიმებით მდიდარი პროდუქტია, მაგრამ მიუხედავად ამისა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დღის რაციონში ნუშის დამატება, საშუალოდ 85 გრამი, ხელს უწყობს წონაში კლებას. გარდა ამისა, მას  ბევრად მნიშვნელოვანი დადებითი მხარეებიც აქვს და ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ნუშიკვლევებმა აჩვენა, რომ ნუში აუმჯობესებს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას ჯანმრთელი სისხლძარღვების შენარჩუნებით და სისხლში ანტიოქსიდანტების გაზრდით. ის შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: კალცს, მაგნიუმს, მარგანეცსა და ფოსფორს, ასევე ფერმენტებს, რომელიც კუჭ-ნაწლავს ფუნქციონირებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ნუშში B და E ვიტამინებიც შედის.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ ნუში ვირუსის საწინააღმდეგოდ წამალზე უკეთესია, რადგან ის იმუნიტეტეს აძლიერებს. ის კვებავს  სისხლის უჯრედებს და წმენდს მას. სახალხო მედიცინაში ნუში გამოიყენება ღვიძლის სამკურნალოდ. ის ყველა ორგანოს ასუფთავებს და კენჭების ან მარილების წარმოქმნას უშლის ხელს. ასევე იგი აუმჯობესებს მხედველობას, მკერდსა და ყელს კი, საგრძნობლად იცავს კიბოსგან.
ნუშინუშის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, ტვინზე დადებითად მოქმედებაა. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ტვინს იცავს და განვითარებაში ეხმარება. აგვარებს მეხსიერების პრობლემას და გვეხმარება უკეთ აზროვნებაში. მისი დახმარებით მცირდება ალცჰეიმერის დაავდების რისკი.
ნუშინუში გამოიყენება ასთმისა და პლევრიტის პრევენციისთვის. ეს მცენარე კუჭის და შარდისბუშტის წყლულისგან გაგათავისუფლებთ. ამის გარდა, ის კანს ელასტიურობას, თმას კი ბზინვარებას ანიჭებს, სწორედ ამიტომ კოსმეტიკაშიც აქტიურად გამოიყენება.

ამ უამრავი დადებითი თვისების გამო, ნუში მართლაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას და მერწმუნეთ, დღის რაციონში მის შეტანას, ბევრი სასარგებლო შედეგი მოჰყვება.
ნუში
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL