დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“ დარეგისტრირდა.

„ბოლნისი" მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის" განუმეორებელ თვისებებს" - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ვაზის ჯიშებისა და მათგან წარმოებული ღვინოების დიდ პოტენციალზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.

„ბოლნისელი მეღვინეების გაერთიანებამ -  „ბოლნური ღვინო" ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ბოლნისის" წარმოების სპეციფიკაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით შეიმუშავა. ადგილწარმოშობის დასახელების - “ბოლნისი“ მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო. ღვინის ეროვნული სააგენტო კვლავაც ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების სტიმულირების მიმართულებით“.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლნისს თებერვალში ღვინის ამერიკელი სპეციალისტი - ლიზა გრანიკი სტუმრობდა, რომელმაც ბოლნისური მარნები მოინახულა და ღვინო შეაფასა. სწორედ მან აღნიშნა, რომ ბოლნისი განსაკუთრებული რეგიონია, მისი ღვინო მსოფლიოსთვის მალე ცნობილი გახდება და მისსავე წიგნში შევა.
ბოლნისის მუკროზონა
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL