გამოფენა სახელწოდებით - „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ტოკიოში გაიხსნა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში - „Terrada Warehouse“, გამოფენა - „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა.

სააგენტოს ინფორმაციით,  პროექტის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციცია „ქართული ღვინო“ არიან. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

„პროექტი განხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება. იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა“. - აღნიშნეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

აქვე გეტყვით, რომ გამოფენა - „საქართველო – ღვინის სამშობლო“, პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გაიმართა. პირველი გამოფენა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა, მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL