ჩემი აღმოჩენა ზალაში
საჭმელი და ჭამის კულტურა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია, იმდენად ბევრ დროს ვუთმობ ახალი გემოების აღმოჩენასა და შეფასებას, რომ ხშირად მიფიქრია ეს შთაბეჭდილებები სხვებისთვისაც გამეზიარებინა. იმისათვის, რომ არ დარჩეთ იმედგაცრუებული, არ დაკარგოთ დრო და დათვლილი კალორიების რეზერვი, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ბლოგს და აღმოაჩინოთ გემრიელი და საინტერესო კულინარიული ადგილები.
ზალათბილისში თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად კარგ რესტორანში ვარ ნამყოფი. კარგიც ძალიან პირობითია, რადგან გემოვნებაზე მართლაც შეიძლება ბევრი ვიდაოთ. საჭმელი, ინტერიერი, მომსახურება, სისუფთავე, ადეკვატური ფასები, მდებარეობა, ძალიან ბევრი დეტალია რომელმაც შეიძლება რესტორნის სტატუსი განსაზღვროს. თუმცა, ყველა გურმანს აქვს თავისი სია, რომელშიც სხვადასხვა ფაქტორებით აერთიანებს საყვარელ ადგილებს და არქმევს კარგ რესტორანს, სადაც სადილზეც უარს არასდროს იტყოდა.
 
ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი არის “ზალა”. სწორედ ამიტომ ვწერ ჩემს პირველ „ფუდ ბლოგს“ ამ შესანიშნავ ადგილზე.
„ზალაში“ თითქმის ყველა კერძი დაგემოვნებული მაქვს, მისი გახსნის დღიდან, არაერთხელ ვყოფილვარ და ყოველ მისვლაზე ახალი გემო აღმომიჩენია. დღეს კი, კიდევ ერთხელ, ბლოგისთვის რომ მივედი, უფრო კრიტიკულად შევხედე, უფრო მეტ დეტალს დავაკვირდი და კიდევ ერთხელ მივხვდი თუ რატომ არის ის ჩემი საყვარელი რესტორნების საუკეთესო ხუთეულში.
ზალაშესვლისთანავე მიხვდებით რომ „ზალა“, ჩემთვის 90-იანებთან ასოცირებული სიტყვა, სინამდვილეში ძალიან ევროპული რესტორანია, რომლის ინტერიერის შექმნაზეც ბევრი იფიქრეს და უამრავი ლამაზი დეტალია გათვალისწინებული. თქვენ დაგხვდებათ რამდენიმე მყუდრო ოთახი, თითქოს ერთმანეთს მსგავსი, მაგრამ სხვადასხვა ხასიათის მაგიდებით, რომელიც აუცილებლად იმ დროს თქვენი განწყობისა და ზალაში მისვლის მიზეზით უნდა აარჩიოთ. შესვლისთანავე მიხვდებით, რომ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ან არ იცნობს, მაგრამ იმდენად დადებით განწყობით შეგხვდებიან, თქვენც „ზალას“ ოჯახის წევრად იგრძნობთ თავს.
 
საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუს ნახვის დროს აუცილებლად დაიბნევით, რადგან ყველაფერი ძალიან გემრიელად ჟღერს და აუცილებლად მოგინდებათ ყველა კერძის დაგემოვნება, რაც ნამდვილად არ არის ცუდი აზრი. თუმცა ასეთ დროს მასპინძლები დაგეხმარებიან თქვენთვის სასურველი კერძის შერჩევაში და სომელიეც აუცილებლად გირჩევთ შესაბამის სასმელს.
ზალამას შემდეგ რაც არჩევანს გააკეთებთ, საკმაოდ დროულად მოგიტანენ იმ საოცრებებს, რომელზეც ცოტა უფრო დეტალურად მინდა მოგიყვეთ.
 
კერძის გასინჯვამდე ყოველთვის იქცევს ყურადღებას რამდენიმე დეტალი,  პირველი კი, რა თქმა უნდა ვიზუალია. „ზალა“ ნამდვილად გამოირჩევა სერვირებით, ამ შემთხვევაშიც ჩანს, თუ  რამდენად იზრუნა შეფმა იმაზე, რომ ერთი დანახვით შეგყვარებოდათ მათ კერძები და ძალიან ფოტოგენური ყოფილიყო თქვენი ინსტაგრამ პოსტისათვის. მეორე, ეს არის სურნელი - აუცილებლად შეამჩნევთ რომ ძალიან სასიამოვნო და მადისაღმძვრელი სუნი აქვს თითოეულ კერძს.
ზალამიუხედავად იმისა, რომ რესტორანში არ არის მხოლოდ ტრადიციული ქართული კერძები, თითოეულ კერძში აღმოაჩენთ ქართულ დეტალს. მაგალითად ჭვიშტარი ლურჯი ყველის სოუსით, საქონლის სუკი საფერავის სოუსითა და უგემრიელესი, პანაკოტას მსგავსი, საფერავის დესერტი ნიგვზით. გაგიკვირდებათ და ქალაქში ყველაზე ჯანსაღ და გემრიელ ბურგერსაც სწორად ზალაში მიირთმევთ, რომელშიც, ასევე იპოვნით ქართულ გემოებს.
ზალაშეიძლება თქვენთვის ნაცნობი კერძები, ისე ლამაზად და განსხვავებულად მოგართვან, რომ ტრადიციულად გაკეთებული აღარც გასინჯოთ. მაგალითად ეს გემრიელი და თან მშვენიერი ქათამი ბაჟეში, შემწვარი ელარჯით:
ქათამი ბაჟეში ზალა ის ადგილია, სადაც სადილის შემდეგ დესერტისთვის ადგილი აუცილებლად უნდა დაიტოვოთ. მოხარშული კრემი ჭიქაში, აუცილებლად მოითხოვეთ და ეზიარეთ ჭეშმარიტ სიტკბოებას!
მისამართი: თ. ჭოველიძის 24

ავტორი: თათია ჯაჯანაშვილი
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL