საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - ITB Berlin 2019 მიიღო მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, 5 დღიან ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ  ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი კერძო კომპანია და სახელმწიფო უწყება იყო წარმოდგენილი.

გამოფენას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.  გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია, 186 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანიის წარმომადგენილი და დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ესწრებოდა.

ადმინისტრაციის განმარტებით, გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. საქართველოს სტენდთან საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო.

„ITB Berlin-ის გამოფენაზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ტურისტული სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რადგან საქართველოს სტენდზე ვუმასპინძლეთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბერლინის მერს და გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია მოგვეწყო.“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ გამოფენაზე წარდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, მთის კურორტების განვითარების კომპანია და თბილისის მერია.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL