2019 წლის დასაწყისში ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია.

„ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა: პოლონეთი - 42%, ჩინეთი - 7% და აშშ - 1032%”.

გარდა ამისა, ექსპორტი ასევე ევროპის მიმართულებითად გაიზარდა, კერძოდ: ლიტვა - 75%, საფრანგეთი - 24%, შვედეთი - 313%, ბულგარეთი - 6%.

 რაც შეეხება ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებას, ამ მიმართლებით ექსპორტი გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 17%, ბელარუსი - 1389%, აზერბაიჯანი - 8%, მონღოლეთი - 189% და სხვა.

აქვე გთავაზობთ ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულს: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაშია ექსპორტირებული 4,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 10 ქვეყანაში 85,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, რომლის ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.

საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 43,6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით კი, 13%-ს აღწევს.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL