ხინკლის წვნიანი - რეცეპტი

ახალი წლის დილა შესაფერის დასაწყისს მოითხოვს. გთავაზობთ ხინკლის უგემრიელეს წვნიანს, როგორც იდეალურ გამოსავალს ნაბახუსევზე. 
მომზადების დრო: 60+
მომზადების სირთულე: საშუალო
კალორიულობა: 200-500 კკალ

ინგრედიენტები: ( 2 ულუფა )

  • 800 გრ. ფქვილი
  • 600 გრ. ფარში
  • 4 კვერცხი
  • 4 ხახვი
  • 1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
  • 20 გრ. კამა
  • 30 გრ. ქინძი
  • 400 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
  • 600 მლ. ნაღები
  • 500 გრ. მდნარი ყველი
  • 6 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
ნაბიჯი 1
მოვათავსოთ ფქვილი დიდ ჯამში, დავუმატოთ მარილი, მოვურიოთ, შემდეგ 2 ცალი კვერცხი. დაუმატეთ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. მოზელილი ცომი დააგუნდავეთ გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით. ფარშს შეურიეთ დაღერღილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და კარგად მოურიეთ.



ნაბიჯი 2

გააბრტყელეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე, ამოჭერით 4 სმ. დიამეტრის რგოლები, გააბრტყელეთ ეს რგოლები თხელ ფენებად ფქვილთან ერთად, რომ არ მიეკრას სამუშაო მაგიდას. ჩადეთ ფარში და მოახვიეთ პატარა ზომის ხინკლები როგორც სურათზეა ნაჩვენები. ქვაბში ნახევრამდე ჩაასხით წყალი, აადურეთ და დაუმატეთ მარილი, ღვინო და 2 წუთის შემდეგ ნაღები და მდნარი ყველი. კარგად მოურიეთ, ჩაყარეთ ხინკლები და ადუღეთ 7 წუთის მანძილზე. დაუმატეთ გახეხილი ნიორი და დაჭრილი მწვანილები.


გემრიელად მიირთვით

წყარო: https://gastroguide.borjomi.com/ge/receptebi/view/409/khinklis-tsvniani
 

{{ authTitle }}
{{ alert.title }}