7 მარტი ტექნოს ქალღმერთებთან ერთად

ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი - DECODER ქართველ მსმენელს აძლევს შესანიშნავ და წარმოუდგენელ შესაძლებლობას, მოუსმინონ ისეთი რანგისა და წოდების არტსისტებს, როგორიცაა Amelie Lens. DECODER-ის მთავარი მიზანი ტექნო მუსიკასა და ციფრულ ხელოვნებაში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ფართო მასებისთვის გაცნობაა. 7 მარტი მემატიანეებმა უნდა ჩაინიშნონ, როგორც ყველაზე პოზიტიური და აღმაფრთოვანებელი ჰეგემონობა ქალებისა. ქართულ ტექნო სცენაზე დაუკრავს ACID-ის დიდოსტატი და ტექნო კულტურის ვენერა Amelie Lens. ბელგიელმა არტისტმა თავისი სამოდელო კარიერა 2014 წელს მიატოვა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად შემსრულებლად ითვლება მსოფლიოს ყველა კუთხეში… სხვას ვის უნდა დაეკრა ქალთა დღისთვის მიძღვნილ ივენთზე თუ არა Amelie-ს. მისი ფიზიონომიური ქარიზმა აბსოლუტურ თანხვედრაშია მისი შემოქმედების ქარიზმასთან, ეს უკანასკნელი თუ არ აღემატება კიდეც პირველს… 2006 წელს Dour Festival-ზე დასწრების შემდეგ ლენსმა გადაწყვიტა თავისი შემოქმედებითი სულისკვეთება ტექნოკულტურისკენ მიემართა, ამიტომაც გასაკვირი არ არის რომ არტისტი ძალიან დიდ როლს მიაწერს ბელგიაში გამართულ Dour Festival-ს.

ლენსთან ერთად SpaceHall-ის სცენაზე ვიხილავთ ბეირუთის სიცხეს გამოქცეულ DJ Nur Jaber-ს, რომლის თავბრუდამხვევი მუსიკა გულგრილს არავის დატოვებს. 7 მარტს ყველა მოუთმენლად ელოდება, ქალთა დღეს SpaceHall-ში ამ არტისტებთან ერთად შეხვედრა,  ყველაზე საოცარი რამაა, რისი გაკეთებაც ხუთშაბათს ღამით შეგიძლია. ლიბანური ფესვების მქონე არტისტის მუსიკა ფსიქიკისთვის ცოტა სახიფათოა, ამიტომაც გირჩევთ ძალიანაც არ ჩაიძიროთ მისი ტექნოს უსასრულობაში და გამოუცნობ ქიმერებსაც მაქსიმალურად მოერიდოთ… ან ეს რჩევა არაფრად ჩააგდოთ და ლერწამ ქალწულების მუსიკას მთელი სხეული კი არა, მთელი არსება ააყოლოთ… არჩევანი თქვენზეა, მაგრამ რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ, ეს ღამე იქნება უსაზღვრო ემოციებისა და რაციოს ჭიდილი და ეს ის ერთადერთი შემთხვევაა როცა თვით პლატონიც და ზიგმუნდ ფროიდიც უარს იტყოდნენ რაციოზე და ლენსის, Jabur-ისა და Nicole-ის მუსიკას რაციონალიზმზე მაღლა დააყენებდნენ… ამ ორ გამორჩეულ ხელოვანთან ერთად, ქართულ სცენას კარგად შეჩვეული, ქართველი რეივერების ერთ-ერთი საყვარელი და კლუბ გალერის საპატიო რეზიდენტი Nicole-იც დაუკრავს. 7 მარტი ხელების აწევის დღეა, ყველამ ხელები უნდა ავწიოთ და ამაყად შევეგებოთ ამ არტისტებს. SpaceHall არის ადგილი სადაც ქალების პირველი ტრიუმვირატი შემოაბიჯებს და ამ ტრიუმვირატში ყველა დაუმარცხებელი კეისარია.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: https://www.tkt.ge/Event/178211/decoder-amelie-lens-nur-jaber-nicole

Facebook Event: https://www.facebook.com/decoderfest/  


 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL