საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თებერვალში +5.1%-ით გაიზარდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247,705 შეადგინა, რაც 11,993-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%).

მათივე განცხადებით, თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ლატვია +111.1%, სლოვაკეთი +84.8%, პოლონეთი +76.7%, ლიეტუვა +46.1%, ჩეხეთი +41.6%, იტალია +34.8% და სხვა.

თუმცა განსაკუთრებული ზრდა ისრაელიდან +198.4%, ჩინეთიდან +52% და საუდის არაბეთიდან +48.6% დაფიქსირდა.  

2019 წლის პირველივე თვეებში, კერძოდ იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 553,644 შეადგინა, რაც 29,054-ით მეტია 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.
მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავალიც და იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსული თანხა 8 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

აქვე გთავაზობთ წინასწარ მონაცემებსაც, რომლის მიხედვით 2019 წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 164.5 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 8 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმი
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL