თებერვლის თვის საუკეთესო რესტორნები ბათუმში
ჩვენი ახალი რუბრიკით თბილისის ფარგლებს გავცდით და ამჟამად ბათუმის იმ რესტორნების სიას წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავ სიახლეს, განსხვავებულ  გარემოსა და საოცარ კერძებს გვთავაზობენ. სტატიის გაცნობის შემდეგ, დარწმუნდებით რომ, აქ ჩამოთვლილი თითოეული რესტორანი მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებულია.

ანბანის კოშკიანბანის კოშკი - ეს არის რესტორანი, გამორჩეული რესტორნების სიაში, მისი განსაკუთრებული დიზაინისა და საოცარი ხედების გამო მოხვდა. ანბანის კოშკი ბათუმში 2015 წელს გაიხსნა და პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ის განსაკუთრებული, ძალიან მარტივია. რესტორანი, რომელიც ზღვის დონიდან 130 მეტრზე მდებარეობს, 360 გრადუსით ტრიალებს და თვალწინ საოცარ ხედებს გიშლით, რომელთა სანახავად მაგიდიდან ადგომაც კი არ დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, მისი ეს შესაძლებლობა არ არის ერთადერთი მიზეზი, აქ მისულ სტუმრებს უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ, რომელთაგანაც განსაკუთრებით პოპულარობით „იხვის ფილე ღვინის სოუსში“ სარგებლობს.

დელირიადელირია - მართლაც გამორჩეული ადგილია ბათუმში, რადგან რესტორანი ისტორიული სახლის შენობაში მდებარეობს. სახლი, რომელშიც მე-19 საუკუნიდან რესტორნის მფლობელების წინაპრები ცხოვრობდნენ, 2016 წლიდან რესტორნის სახით მოგვევლინა და მას სტუმრები რესტორან-მუზეუმის სახელით უფრო იცნობენ. აქ მისულ სტუმრებს აუცილებლად ჩაგიტარებენ მინი ექსკურსიას, რომლის ფარგლებშიც სახლის, კედლებზე განთავსებული ფოტოებისა და ყველა იმ ნივთის ისტორიას გაგაცნობენ, რომლითაც „დელირია“ ერთ-ერთ საყვარელ ადგილად ჩამოყალიბდა. ფიუჟენ კერძებისა და სრულიად საავტორო მენიუს ფონზე, გასაკვირიც არ არის, რომ მათი კერძები განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. თებერვალში კი, მენიუს ახალი დესერტი „კარამელიზირებული მსხალი კონიაკში“ შემატეს. თუკი მოგინდებათ საოცარ სიმწვანეში, მყუდრო და ულამაზეს გარემოში, განსაკუთრებული კერძების დაგემოვნება, გირჩევთ დაუფიქრებლად ეწვიოთ „დელირიას“.
https://infos.ge/1342/geo/company

რესტორანი თბილისირესტორანი თბილისი - ყველასთვის კარგად ნაცნობი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე სასტუმროში - „ინტურისტები“ ერთი გამორჩეული რესტორანი მდებარეობს. “რესტორანი თბილისი” 2006 წლიდან ფუნქციონირებს და სასტუმროს სტუმრების გარდა, რიგით ტურისტებსაც უცვლელი ხარისხით ემსახურება. ეს არის ერთადერთი ადგილი ბათუმში, სადაც უგემრიელესი „ინტურისტ პიცა“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ, რომელიც შეფმა სპეციალურად რესტორნის სტუმრებისთვის შექმნა. 

ტერასა ასკანელიტერასა ასკანელი - ამ მართლაც გამორჩეულმა რესტორანმა, ჩვენს სიაში საპატიო ადგილი მისი გამორჩეულად ლამაზი ხედებისა და განსაკუთრებულად გემრიელი კერძების გამო დაიკავა. რესტორნის მომსახურების ხარისხზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აქ მისულებს აუცილებლად გაგაოცებენ საავტორო კერძების მრავალფეროვნებით და ტერასიდან ზღვის ულამაზესი ხედების ფონზე, აქ გატარებული ყოველი წუთი თქვენთვის დაუვიწყარი გახდება. ამ ყველაფერს კი, ისიც ემატება, რომ რესტორანში ყოველ საღამოს იზრუნებენ თქვენს განწყობაზე ცოცხალი მუსიკით.

რესტორანი ჩენარესტორანი ჩენა - საოცარი დიზაინით გამორჩეული სასტუმრო კოლიზეუმის შენობაში რესტორანი ჩენა 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის ადგილი, სადაც ქართულ-ევროპული საოცარი კერძების გარდა, ქალაქში საუკეთესო სუშის დაგემოვნებას შეძლებთ. გამორჩეული არქიტექტურა, კლასიკური დიზაინი, ელეგანტური, მაღალი კლასის რესტორანი, ყოველთვის ახერხებს სტუმრების გაოცებას მენიუსა და  სერვისში შეტანილი მუდმივი სიახლეებით. კლასიკური მუსიკის ფონზე კი, გამორიცხული არ არის, რამდენიმე წუთით მაინც წარმოიდგინოთ თავი რომში, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. 
https://infos.ge/1042/geo/company
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL