სად გავატაროთ დასვენების დღეები 7-10 მარტს

Infos.ge-ს ტრადიციული რუბრიკა არც ამ დასვენების დღეებში მიგატოვებთ. ჩვენ გეხმარებით საინტერესოდ დაგეგმოთ, გაიხალისოთ და გაილამაზოთ უიქენდი… ამ სტატიაში შეხვდებით კვირის ყველაზე საინტერესო ივენთებს…


ელექტრონული მუსიკა

 

SpaceHall

 

ელექტრონული მუსიკა მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს… საქართველოშიც პარასკევ დღეს უკვე ძალიან დიდი აღფრთოვანებით ელოდებიან... ამ კვირაში ისე გამოვიდა, რომ ჩვენი პარასკევი საღამოს აფორიაქება, რომელიც შაბათის მოსვლის სიხარულითა და ტექნოს მოსმენის შესაძლებლობითაა გამოწვეული, ხუთშაბათისათი ჩანაცვლდა. 8 მარტი ზოგს შეიძლება იმიტომ უხარია რომ სამსახურში წასვლა არ მოუწევს, ზოგს კი წლევანდელმა 8 მარტმა იმიტომ შეაყვარა თავი, რომ შვიდში ღამე შეუძლიათ ბელგიელ, მდედრობითი სქესის აპოლონს და აფროდიტეს, Amelie Lens-ს მოუსმინონ… SpaceHall-მა გადაწყვიტა ეს დღე ქალების ჰეგემონობით წარიმართოს და ალბათ წინააღმდეგი არც არავინ იქნება… ზღვის ქაფიდან არა მაგრა ამელი Acid-ის ვიზუალებიდან ნამდვილად არის შობილი… ტექნოს ქალღმერთთან ერთად სცენაზე თავის დომინანტობას ოლიმპიადას შესადარი Nur Jaber და კლუბ გალერის საპატიო რეზიდენტი და ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალი არტისტი, თვით კოლხი მედეაზე დიდი ჯადოქარი ტექნო სცენაზე, Nicole დაამტკიცებენ. იების ყიდვა არ დაგავიწყდეთ, ესე გავიგე ამ დღეს ქალების უმრავლესობა ამ ყვავილით საჩუქრდებაო და არტისტებიც მოიხიბლებიან გადაიასამნისფერებული Dance Floor-ით…

I Pre-Sale: 30 GEL

II Pre-Sale: 40 GEL

III Pre-Sale: 50 GEL

DOOR: 50 GEL

Facebook Event:https://www.facebook.com/events/2133311713650749/

Tickets: https://www.tkt.ge/Event/178211/decoder-amelie-lens-nur-jaber-nicole



 

 

BASSIANI

 

8 მარტი BASSIANI-ის მიწისქვეშა სამყაროში ფრანგული კულტურის ღამე იქნება… პირდაპირ პარიზის გეტოებიდან ქართულ ტექნო სცენას ZADIG ესტუმრება, რომელმაც ფრანგული ტექნო კულტურა გააცოცხლა და ახალი სული შთაბერა… JEFF MILLS-ის მუსიკით დაინსპირირებული ZADIG პარიზიდან საქართველოში გადმოპორტალდა და თან ფრანგი, უკომპრომისო, მოულოდნელობების მოყვარული, ჩარჩოების მსხვრეველი SIMO CELL წამოიყვანა… მათთან ერთად კლუბის სცენას ააფეთქებს AKIRAHAWKS, რომელიც ნაკლებად ცნობილ არტისტთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა… HOROOM-ის ლაღ სცენაზე შეხვდებით Vodkast Records-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ZURKIN-ს და ლოკალური სცენის ახალგაზრდა DJ-ის N AO-ს, რომლის დებიუტსაც მსმენელი უფრო აღმაფრთოვანებელს გახდის…

I Pre-Sale: 20 GEL

II Pre-Sale: 30 GEL

DOOR: 30 GEL

Facebook Event: https://www.facebook.com/events/306947846632093/

Tickets: https://bassiani.com/night/bassiani-horoom-08-03-2019/

 

KHIDI

ღრმად ჩაისუნთქეთ, მოწმენდილ ცაზე მეხი არა მაგრამ ფეირვერკი ნამდვილად გავარდა… ეს ივენთი შვილის დაბადების საპირწონეა… თოფები გადატენეთ, ვაზნები მოამზადეთ 8 მარტს, თბილისს I Hate Models ეწვევა… გასაგებია რასაც ნიშნავს მთელი ღამის გატარება ტექნოს ქარცეცხლში, მაგრამ ეს ქარცეცხლზე ბევრად მეტია… ერთადერთი დღე, როცა ვენდეტას ნიღბის გაკეთება ლოგიკურია, ზუსტადაც რომ 8 მარტის ღამეა… ნამდვილი ტექნო გველეშაპი KHIDI-ის სცენაზე დაუკრავს, მაგრამ არ შეგეშინდეთ წყლის გადაკეტვას არ აპირებს, რადგან ზუსტად იცის რომ წყლის გარეშე ვერავინ გაძლებს… მასთან ერთად სცენაზე ვიხილავთ TIM TAMA-ს, რომლის ტექნოც გასაგიჟებელი ჰანგებია… ეს ყველაფერი არ არის, მათთან ერთად რეივერების შინაგან სამყაროს EMMANUEL-იც დაეპატრონება… თუ ოდესმე გიოცნებით ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომაზე, ეს დღეც დადგა… იმედია ფერფლიდან ზეკაცებად აღვსდგებით და მომავალ ფერფლად ქცევას მოუთმენლად დაველოდებით…

I Pre-Sale: 20 GEL

II Pre-Sale: 30 GEL

III Pre-Sale: 40 GEL

DOOR: 40 GEL

Facebook Event: https://www.facebook.com/events/1374636439339774/

Tickets: https://khidi.ge/product/friday-8-mar/



 

ერეკლე დეისაძე ბარი-ბარში

 

ქართულ მუსიკალურ სივრცეში ძალიან დიდი სიმპათია და ამავდოულად ანტიფატია დაიმსახურა ერეკლე დეისაძემ… ის გამჩენიდან მალევე გახდა პოპულარული, თუმცა ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგი კი ერეტიკოსად მიიჩნევს… 8 მარტის საღამო ამ უკანასკნელთათვის არ იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ ვისი გულიც უკვე მოინადირა ამ არტისტმა, შეგიძლიათ მის შემოქმედებას ბარ ბარი-ბარში მოუსმინოთ… ბარის დასახელება სიმბოლურია, რადგან ერეკლე თითქმის ყველასთან ბარი ბარშია… ბარი-ბარში მისი მუსიკის მოსასმენად მხოლოდ სრულწლოვანება და 15 ლარი მოგეთხოვებათ… ბარში ასაკობრივ შეზღუდვასთან ერთად Face Control-იც მოქმედებს… 8 მარტს, საღამოს 9 საათისთვის შეგიძლიათ გერონტი ქიქოძის ქუჩის 9 ნომერში მიბრძანდეთ და ერეკლეს უკომპრომისო, პროვოკაციულ მუსიკაში ჩაიძიროთ…

Facebook Event: https://www.facebook.com/events/1265288300302002/



 

გამოფენა

 

ფერწერაში გროტესკის დიდოსტატის, გრაფიკოსისა და ილუსტრატორის ანა შალიკაშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ მხატვრის შემოქმედებას… ანა შალიკაშვილი მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა, იყო როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი ასევე მხატვარ-მულტიპლიკატორი… ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ყველა სახის ნამუშავერი, რაც ესთეტიკის მონიჭებასთან ერთად საკმაოდ ინფორმაციული იქნება. მუზეუმი მდებარეობს რუსთაველის გამზირის ნომერ შვიდში. გამოფენაზე სტუმრობა პარასკევს 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე იქნება შესაძლებელი… ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა მუზეუმში 5 მარტიდან გაიხსნება და 15 მარტამდე გაგრძელდება…

Facebook Event: https://www.facebook.com/georgianartmuseum/photos/gm.336984053611999/2255581208031690/?type=3&theater



 

ბავშვებისთვის

 

ვისაც ოდესმე პატარა ბავშვთან შეხება ჰქონია, იცის რომ პატარებს ძალიან უყვართ საპნის ბუშტები… არავინ იცის ამაში ასეთი აღმაფრთოვანებელი რა არის, მაგრამ პატარების მსგავსად დიდებიც ხშირად ერთობიან საპნის ბუშტებით ბავშვებთან ერთად… ძალიან დიდებს საპნის ბუშტები არა, მაგრამ საპნის ოპერები ნამდვილად იზიდავს, ამიტომაც მათ ძალიანაც არ მოეწონებათ საპნის ბუშტების ჯადოსნურ შოუზე წასვლა… თქვენ კი, ვისაც თქვენი პატარასავით გიყვართ საპნის ბუშტები, შეგიძლიათ თქვენს პატარებს ხელი ჩაკიდოთ და მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმროთ შაბათს, 12 საათზე…

ბილეთის ფასი: 10 ლარი

Tickets: https://biletebi.ge/youth-theatre-georgia/sapnis-bushtebis-jadosnuri-shou-?



 

საჯარო ლექცია

 

სულის ქვეწიაღებში მძრომელი და ადამიანის შინაგანი სამყაროს რენტგენის, გენიოსი და ალბათ ყველაზე დიდი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის ლიტერატურაზე მსჯელობა არც ისე მარტივია… დოსტოევსკი უდიდეს ფილოსოფოსთაგან ერთ-ერთია, ამიტომაც მის შემოქმედებაზე სასაუბროდ მხოლოდ ლიტერატურის დიდი სიყვარული არ არის საკმარისი… ზაზა შათირიშვილი ის ფილოსოფოსია, რომელსაც ლიტერატურის სიყვარულთან ერთად, პროფესიაც უწყობს ხელს, რომ ისაუბროს ამ შეუდარებელ მოაზროვნესა და შემოქმედზე… ლექციის თემაა ,,სულიერების პოეტიკა”, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია დოსტოევსკის შემოქმედებასთან… ლექციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/bWrX61.

ამ ლექციაზე დასწრების ღირებულებაა 30 ლარი, სტუდენტებისთვის კი ათი ლარით ნაკლები… ლექცია 7 მარტს, საღამოს 8 საათზე,იოსებიძის 57 ნომერში, აზროვნების აკადემიაში გაიმართება და ორიდან სამ საათამდე გაგრძელდება… მართალია დოსტოევსკი ამოუწურვადია, მაგრამ ჩვენი რესურსები მეტ შესაძლებლობას არ მოგვცემს… 3 საათიანი სიამოვნების განსაცდელად ნამდვილად ღირს ყველა საქმის გადადება…

Facebook Event: https://www.facebook.com/events/576976742817888/



 

 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL