ბი-ბი-სი ქართულ ღვინოზე წერს
„შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები“ - სტატიას ამ სათაურით ბი-ბი-სი აქვეყნებს. მსოფლიოში ცნობილი გამოცემა საქართველოზე, როგორც მეღვინეობის სამშობლოზე ისე საუბრობს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო არის ქვეყანა,  სადაც ღვინის წარმოება 8 ათასი წლის უკან დაიწყეს და აქ უნიკალური ღვინოები იწარმოება.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, სტატიის ავტორი ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას ეწვია, სადაც 2-ტონიანი ქვევრებიდან ღვინოც დააგემოვნა.

„საუკუნეების მანძილზე მეღვინეობა ქართული ეკონომიკის უმთავრესი შემადგენელი იყო, ხოლო ღვინის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში მიემართებოდა. 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ, საქართველომ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო და ამჟამად ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 55 ქვეყანაში ხორციელდება. 2013 წელს რუსეთში ექსპორტის განახლების შემდეგ, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 62%-მდე შემცირდა“. - ნათქვამია ბი-ბი-სის სტატიაში.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს  ძირითადი აქცენტები მიმართულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისკენ.

“ჩვენ არ ვართ დიდი სახელმწიფო, ჩვენი წარმოების მაქსიმალური მოცულობა წლიურად 300 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც ავსტრალიის ერთი დიდი ღვინის საწარმოს პროდუქციის ტოლია. ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ საფრანგეთს, ესპანეთს, ჩილეს და სამხრეთ აფრიკას (სიდიდით), თუმცა ის, რისი შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია, არის უნიკალურობა, ჩვენი ყურძნის ჯიშები და ქვევრის ღვინო - ჩვენი ისტორიაა. ახლა ჩვენი სტრატეგიული ძალისხმევა მიმართულია დასავლეთისა და აზიისკენ და ზოგადად, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისკენ” - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერობის დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი ჩოლობარგიამ.

საინტერესო და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სტატიაში ასევე მოყვანილია ამერიკელი ღვინის მაგისტრის - ლიზა გრანიკის შეფასებები იმის შესახებ, რომ დასავლეთში სულ უფრო მეტ ადამიანს სურს დააგემოვნოს და გაიცნოს უძველესი, გამორჩეული ქართული ღვინოები.
bbc
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL