თებერვლის თვის საუკეთესო ბარები თბილისში
ჩვენი ახალი რუბრიკის ფარგლებში, თბილისის ბარების საუკეთესო ხუთეულს გთავაზობთ. ბარები, სადაც ყოველთვის დაგხვდებათ სიახლეები, განსხვავებული შემოთავაზებები და მუდმივი ინოვაციები. ჩვენ ყოველთვის დეტალურად შემოგთავაზებთ იმ კრიტერიუმების განხილვას, რომლებიც მათ განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის.

ამოდიამოდი - ხედებითა და მდებარეობით გამორჩეული ადგილი „ამოდი“, სწორედ ის ბარია, სადაც აუცილებლად უნდა ახვიდეთ. რა გამოარჩევს „ამოდის“ სხვა ბარებისგან? ამაზე პასუხი მარტივია, რადგან მათი მჭადბურგერიც კი მეტყველებს მათ კრეატიულობაზე. გამომცხვარი მჭადი, შიგთავსად ლორის, არაჟნის სოუსით, კიტრი-პომიდვრითა და სალათის ფურცლებით, არის ის, რის გამოც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ულამაზესი ხედებით შემოსაზღვრულ ბარს. გარდა ამისა, თებერვალში ეს ადგილი განსაკუთრებით საყვარელი გახდა მათთვის, ვინც ჯაზის მოყვარულია, რადგან ბარს ცოცხალი ჯაზ-მუსიკის საღამოები დაემატა.
https://infos.ge/829/geo/company


სტრადასტრადა - ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი „სტრადა“, ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც შეგიძლიათ საოცრად დახვეწილი კორეული სამზარეულო და ორაგულის სტეიკი ქოქოსის განუმეორებელი სოუსით დააგემოვნოთ. ცოცხალი მუსიკის ფონზე კი, თქვენი „სტრადაში“ გატარებული საღამო, აუცილებლად იქნება დაუვიწყარი და განსაკუთრებული. ცოცხალი მუსიკის პროგრამა, რომლითაც მხოლოდ „სტრადაში“ შეგიძლიათ დატკბეთ შემდეგნაირია: ორშაბათსა და ხუთშაბათს ერნესტ ბუკნაზაროვი როიალის ჰანგებით,  სამშაბათსა და შაბათს ვანო ხაჩიძე აკორდეონით, ოთხშაბათსა და პარასკევს იოსებ ნადაშვილი  საქსაფონით, ხოლო კვირას, ნინი ბერიშვილი, ასევე საქსაფონით.
https://infos.ge/634/geo/company

coctail factoryCoctail Factory - ყველა იმ მიზეზის ჩამოთვლის შემდეგ, რის გამოც Coctail Factory გამორჩეული ბარების სიაში მოხვდა, მიხვდებით, რომ ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ამ სიაში ყოფნას. ეს არის ერთადერთი ბარი თბილისში, სადაც  ამერიკული ვისკით, ნიგოზითა და ბაჟეს სუნელებით მომზადებული კოქტეილი - „ბაჟესაუერი“, ჩაქაფულის ინგრედიენტებით მომზადებული კოქტეილი „ჩაქაფული“ და კიდევ უამრავი, ორიგინალური, საოცრად გემრიელი კოქტეილები შეგიძლიათ დააგემოვნოთ.  ამ კრეატიულობით სავსე მენიუს კი, თებერვალში კიდევ 10 განსხვავებული კოქტეილი შეემატა და Coctail Factory-ში სტუმრობისას, ახლა კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.
https://infos.ge/1338/geo/company

candyCandy - კიდევ ერთი განსხვავებული სივრცე თბილისში Candy ბარია, რომელიც ყველასთვის ცნობილია, როგორც ჯინ-ბარი. მარტივი მისახვედრია, რომ მისი განსაკუთრებულობაც, სწორედ საოცარი „ჯინების“ მრავალფეროვნებითაა განპირობებული. ეს არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც ყოველგვარი დანამატების გარეშე, უგემრიელესი, არომატული და საუკეთესო „ჯინის“ 11 სახეობის დაგემოვნება შეგიძლიათ. გარდა ამისა, თებერვალში, ბარს ახალი კოქტეილების სახეობებიც შემატეს და ბარში კლასიკური კოქტეილების საოცარი არომატი დაატრიელეს. 

ტიფანი
ტიფანი ბარი - გამორჩეული ადგილი თბილისში, რომელიც წლების მანძილზე არ კარგავს აქტუალურობას. სხვა უამრავი მიზეზის გარდა, ერთ-ერთი საოცარი, უგემრიელესი და მართლაც გამორჩეული ვაფლებია, რომლის მსგავსსაც ქალაქში ვერსად დააგემოვნებთ. 7 სახეობის ვაფლთან ერთად, რესტორანში სიახლეც აქვთ მენიუს სახით. „ტიფანის“ გემრიელი კერძებითა და დესერტებით დატვირთულ მენიუში, 25-30 კერძი სრულიად შეიცვალა და დაემატა ბევრი სიახლე. ვაფლებზე არანაკლებ პოპულარული  „ტიფანის“ „ლავა ქეიქი“ კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქციეს და მას ახალი ინგრედიენტებიც შემატეს. თუმცა, ეს კიდევ არ არის ყველაფერი, “ტიფანი ბარი“ არის ადგილი, სადაც უგემრიელესი დესერტების დაგემოვნებას, საოცარი მუსიკის ფონზე შეძლებთ. ლაშა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, გიორგი ლაფაჩიშვილი, ლევან გვაზავა და DJ გიგა პაპასკირი, ყოველთვის მოახერხებენ თქვენთვის საუკეთესო განწყობის შექმნას.
https://infos.ge/429/geo/company
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL