ეკო-რესტორანი წისქვილი წყნეთში
    5 ივნისს წყნეთში გაიხსნა წისქვილი ჯგუფის ,ახალი ეკო-რესტორანი”წისქვილი წყნეთში”. პრეზენტაციაზე მიწვეული გახლდნენ INFOS.GE-ის წარმომადგენლებიც და ჩვენ მოგიყვებით მათი კიდევ ერთი წარმატებული პროექტის შესახებ:
    ეკო-რესტორანთან მიახლოებისას სადღესასწაულო გარემო და განწყობა შორიდანვე იგრძნობოდა,რომელზეც სასიამოვნო ჰანგები და ლამაზი გაფორმებები მიგვანიშნებდა. შესასვლელს, ამშვენებდა წითელი ხალიჩა ,რომელიც რესტორნის დარბაზამდე მიჰყვებოდა. მოწვეული იყო უამრავი სტუმარი ,რომელთა შორის საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ჭარბობდა. წითელი ხალიჩიდან ეზოში მოვხვდით, სადაც ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებული გარემო დაგვხვდა .სოლიდურად გამოწყობილი პერსონალი, თითოეულ სტუმარს  სასიამოვნო ღიმილით ეგებებოდა და ჭიქა-სასმელით უმასპინძლდებოდა. საქსაფონითა და ვიოლინოთი შესრულებული მელოდიები საღამოს ალამაზებდა და თითოეულ სტუმარს დადებითი ემოციით ავსებდა. მას შემდეგ რაც ყველა სტუმარი შეიკრიბა ახლად გახსნილ ეკო-რესტორან “ წისქვილი წყნეთში“, კომპანია წისქვილის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ბაქრაძემ წარმოთქვა სიტყვა და დამსწრე საზოგადოებას აცნობა თუ რა სიახლეებს და სურპრიზებს გვპირდება კიდევ, მომავალში წისქვილი ჯგუფი.
        როგორც დაგპირდით ჩვენგან შეიტყობთ თუ რა სახის განსაკუთრებული მომსახურება დააანონსა წისქვილი ჯგუფის ადმინისტრაციამ. ეს იქნება საოჯახო ტიპის რესტორანი, სადაც ყველა სტუმარს პირადად მოემსახურება მზარეული. საოჯახო იმას არ ნიშნავს რომ სამეგობრო წრე ან რომანტიული ვახშამი ეკო-რესტორან წისქვილი წყნეთში ურიგო გამოვა, პირიქით სასიამოვნო დროს გაატარებს ნებისმიერი იქ მისული სტუმარი. სულ რომ მარტო აღმოჩნდეთ, თქვენს განწყობაზე და ოჯახურ გარემოზე ეკო-რესტორნის თანამშრომლები იზრუნებენ და მაინც კმაყოფილი დარჩებით. ეს რესტორანი ნამდვილად ახალ სიტყვას ამბობს და კიდევ მეტს იტყვის მომსახურების სფეროში. ოჯახები ,რომლებიც ბავშვებთან ერთად ესტუმრებიან წისქვილს წყნეთში, საშუალება ექნებათ ბავშვი ჩააბარონ ძიძას, რომელიც  გაიყვანს სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადებულ პარკში. ხოლო ნაბახუსევ სტუმრებს კი პროფესიონალი მძღოლები მოემსახურებიან. წისქვილი ჯგუფი ნამდვილად ზრუნავს ყველა ტიპის სტუმარზე და ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას თითოეულ აქ მომსვლეს. მისულ სტუმარს სთავაზობენ მომსახურების სრულ პაკეტს, რათა ყოველი დღე იყოს გამორჩეული.  კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ახლადგახსნილი რეტორანი სთავაზობს სტუმრებს ეს არის სამზარეულო, რომელიც ეზოდან მხოლოდ მინით არის გამოყოფილი და ყველა ცნობისმოყვარე სტუმარს შეუძლია ადევნოს თვალი კერძების მომზადების პროცესს. აქ ყველაფერი თქვენს თვალწინ მზადდება, ხოლო მომზადებულ კერძს თავად მზარეული და მისი დამხმარე მხიარული გოგონა მოგართმევენ დასაგემოვნებლად. დიახ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,  ყველა თქვენს მიერ შეკვეთილ კერძს მზარეული მოგართმევთ,დამხმარესთან ერთად, რომლებიც თქვენთვის ოჯახურ გარემოს შექმნიან და საოცარ განწყობაზე დაგაყენებენ.
  დარბაზის ინტერიერს რაც შეეხება,  ძველებურ სტილშია გაწყობილი,გემოვნებიანად და თვალშისაცემი საინტერესო დეკორაციებით. დარბაზის ერთი მხარე სტუმრებს ულამაზესი ხედებით დატკბობის შესაძლებლობას აძლევს. კერძებს რაც შეეხება სიტყვებით ნამდვილად რთულია გადმოცემა. ყველაფერი საოცრად გემრიელი და გემოვნებით იყო გაფორმებული. გახსნის საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „ეგარი“, ოთო ნემსაძე და მომღერალი ქეთი ჭანტურიძე. ეკო-რესტორანი „წისქვილი წყნეთში“ გახსნის ცერემონიალი თითოეული სტუმრისათვის ნამდვილდ მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე იყო. ულამაზესი საღამო გვაჩუქა წისქვილი ჯგუფმა, თითოეულ სტუმარს და ყველა ზემოჩამოთვლილ  სასიამოვნო სიურპრიზთან ერთად, „წისქვილი წყნეთის“ სასაჩუქრე ბარათები გადმოგვცა.
      INFOS.GE ყველა მომხმარებელს გირჩევთ ,რომ თუკი გსურთ შეიგრძნოთ განსაკუთრებულად მაღალი დონის მომსახურება, დატკბეთ უგემრიელესი კერძებით, გარემოთი და გაილამაზოთ ერთი ჩვეულებრივი დღე, უბრალოდ ესტუმრეთ წისქვილი ჯგუფის რესტორნებს და სასიამოვნოდ გაოცდებით.
ჩვენის მხრივ გვსურს, კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ წისქვილი ჯგუფს და განსაკუთრებით ეკო-რესტორანს „წისქვილი წყნეთში“,რადგან  ნამდვილად იმსახურებს. თბილისთან ძალიან ახლოს, სუფთა ჰაერი, მაღალი დონის მომსახურება და უგემრიელესი კერძები ეს ის მცირე ჩამონათვალია რომელიც ჩვენთვის საკმარისია რომ მისი ხშირი სტუმრები  ვიყოთ, დარწმუნებული ვარ მცირე პერიოდში ძალიან პოპულარული და თქვენთვის, ძალიან საყვარელი ადგილი გახდება. 





{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL