Grotta Palazzese ადგილი სადაც ოცნებები ხდება

აპულია, იტალიურად პუგლია იტალიის რეგიონია, დედაქალაქით ბარი. ამ რეგიონშია განთავსებული გამოქვაბულში გამოჭედილი რესტორანი Grotta Palazzese… ეს გამოქვაბული 1700 წლიდან გამოიყენებოდა, როგორც არისტოკრატთა წვეულებების მასპინძელი. Grotta Palazzese არის ეგზოტიკური და უმშვენიერესი ადგილი, სადაც მხოლოდ კერძები არ არის გენიალური. რესტორნის ტერასა 150 ადამიანს იტევს, რომლებსაც შეუძლიათ გამოქვაბულიდან დააკვირდნენ ცის ლაჟვარდებისა და ზღვის ქაფის სინთეზს… მშვენიერების შეგრძნობას ისიც ემატება, რომ კერძები ნამდვილად მეტაფიზიკური ავანტიურის ფერმენტებს წარმოადგენენ… ზღვის ქაფიდან შობილი აფროდიტეა ერთადერთი კონკურენტი ამ რესტორნის ტერასიდან გადაშლილი ხედისა.

ადამი ედემიდან კი გააძევეს, მაგრამ ადამიანმა დედამიწაზე შექმნა თავისი სამოთხის ბაღი და მას Grotta Palazzese დაარქვა… რესტორანში მოსახვედრად აუცილებელია მაგიდის დაჯავშნა… ამ რესტორანში ვახშმობა ცოტა ძვირი სიამოვნება კია, მაგრამ ნამდვილად ღირს ფულის გადახდა, რომ ამ საოცარ ადგილას უგემრიელესი, ტრადიციული საკვების ინოვაციური მეტამორფოზის შედეგად მიღებული კერძები დააგემოვნო… Grotta Palazzese-ში შეგიძლიათ მიირთვათ რესტორნის მიერ შემოთავაზებული Dream და Unforgetable მენუ, ანუ რესტორანი ირიბად გვეუბნება ოცნებებს აგიხდენთ და ჩვენთან სტუმრობას ვერასდროს დაივიწყებთო… კონსტანტინე გამსახურდია ალბათ ამ რესტორანში იჯდა და ისე უწერდა ლექსს თინათინ ჯიქიას… ,,ზღვისფერი გაქვს თვალები და თვითონ გავხარ Grotta Palazzese-სო”, ასე იყო პირვანდელ ვარიანტში, მაგრამ შემდეგ რითმაში არ ჩაჯდა და კონსტანტინემ  თბილისის მშვენებას ზღვასთან შედარება აკმარა...


 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL