თებერვლის თვის საუკეთესო რესტორნები თბილისში
იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ყოველთვის ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს საყვარელ რესტორნებში, აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალი ინფორმაციას, მენიუსა თუ სერვისში შეტანილი სიახლეებისა და მათი ყველა გამორჩეული კერძების შესახებ. თბილისში უარმავი რესტორანი ფუნქციონირებს, თუმცა შეუძლებელია მათ შორის რამდენიმე არ გამოარჩიო, მომსახურების ხარისხით, ორიგინალური კერძებითა და მუდმივი სიახლეებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი ახალი რუბრიკის ფარგლებში, თებერვლის თვის საუკეთესო და სიახლეებით დატვირთული რესტორნების სიას წარმოგიდგნეთ.

რესტორანი „ქალაქი“ - ყველასთვის ცნობილი და საყვარელი რესტორანი, არასოდეს ერიდება ექსპერიმენტებსა და სიახლეებს მენიუში. იმის ფონზე, რომ მათი თითოეული კერძი საავტორო და გამორჩეულია, გასაკვირიც არ არის, რომ მენიუს კიდევ 4 ახალი, საოცარი კერძი შემატეს: „გამომცხვარი დორადო ბოსტნეულის გარნირთან და ბროწეულის სოუსთან ერთად“, „ქათმის სალათი ხილით“, „საქონლის ხორცი ბურბუნდიულად“ და „ხბოს ქაბაბი“ - ეს იმ კერძთა ჩამონათვალია, რომელიც რესტორანში მისულებს სიახლის სახით დაგხვდებათ.

https://infos.ge/946/geo/company
qalaqi

„ჩვენი“ - ადგილი, რომელიც თებერვალში თავად გახდა სიახლე ქართულ ბაზარზე, საავტორო კერძებით დახუნძლულ მენიუს გთავაზობთ. მხოლოდ აქ შეძლებთ დააგემოვნოთ საოცარი კიტრი-პომიდვრის სალათი ალუბლებით, მესხური ხაჭაპური ტენილი ყველითა და გამომცხვარი თხილით, ბადრიჯნის ჩიფსები ქინძის სუნელით და უამრავი საინტერესო, მართლაც საინტერესო კერძი. გარდა ამისა, „ჩვენი“-ის მენიუ, მუდმივად შემოგთავაზებთ სიახლეებსა და ინოვაციებს.

https://infos.ge/1332/geo/company
ჩვენი

„ქეთო და კოტე“ - გამორჩეულ რესტორნებზე ფიქრის დროს, შეუძლებელია არ გაგახსენდეს რესტორანი „ქეთო და კოტე“. თუ გსურთ, თქვენთვის აქამდე უცნობი, გამორჩეული და საოცარი კერძები დააგემოვნოთ, სწორედ „ქეთო და კოტეს“ უნდა ესტუმროთ. მათი ყველა კერძი განსაკუთრებულია, თუმცა საფირმო კერძი - „გაწეწილი“ ყველაზე მოთხოვნად კერძებშიც ლიდერობს. „გაწეწილი“ საქონლის ხორცისა და როკფორის ყველის კერძია, რომელსაც გარნირად ბოსტნეული  და რესტორანშივე გამომცხვარი პური მოყვება. უგემრიელესი საავტორო კერძის ღირებულება, 22 ლარია და ამ საოცრების დაგემოვნებას, მხოლოდ „ქეთო და კოტეში“ შეძლებთ.

https://infos.ge/700/geo/company
ქეთო და კოტე

„ბაბილო“ - ელეგანტური, დახვეწილი, მაღალი კლასის რესტორანი - „ბაბილო“, სხვა საუკეთესო შემოთავაზებებთან ერთად, არც მენიუში შეტანილ სიახლეებს ერიდება და ახალ კერძს, სახელწოდებით - „5 ვარსკვლავი“ გთავაზობთ. სუკი ღვინის სოუსში, რომელსაც გვერდს  უმშვენებს მჟავის, კერძოდ დამარინადებული ატმის, ყურძნისა და მსხლის ასორტი, გურმანების გულს აუცილებლად დაიპყრობს. მასთან ერთად კი, გრილზე შემწვარ ბოსტნეულსაც მოგართმევენ, თუმცა კერძში ყველაზე მნიშვნელოვანი, ღვინის გასაოცარი სოუსია. კერძის საფასური 110 ლარია და 5 ადამიანზეა გათვლილი.

ბაბილო

„წისქვილი“ -  ტრადიციული ქართული კერძებითა და შეუდარებელი ინტერიერით ცნობილი რესტორანი „წისქვილი“, თებერვლის დასაწყისიდან საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. რესტორანის სიახლე, სადაც სტუმრობა ყოველთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება, ფურშეტით მომსახურება და ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზების სერვისია. თებერვალში მათ ისედაც გამორჩეულ მენიუს, კიდევ 11 კერძი შეემატა. გარდა ამისა, რესტორნის გუნდმა შექმნა ახალი - შავი ზღვის თევზების მენიუ, რომლის გაცნობისა და დაგემოვნების შემდეგაც, აუცილებლად მიხვდებით, როგორი სასიამოვნო სიახლეა ეს რესტორნის მხრიდან.

https://infos.ge/310/geo/company
წისქვილი

„ზალა“ - სიახლეებით დატვირთული თებერვალი ჰქონდა რესტორან „ზალას“ გუნდს, რომელთაც არასოდეს აკლდათ კრეატივი. მყუდრო და ლამაზი რესოტორნის მუშაობის გრაფიკი შეიცვალა და ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით, რესტორანი 18:00 საათიდან, შაბათ-კვირას კი, 14:00 საათიდან გიმასპინძლებთ. ასევე განახლდა საავტორო კერძებით დატვირთული მენიუ და ტაფაზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპური შეემატა. გაიზარდა რესტორანის სივრცე, მარნისა და სავახშმო ოთახის სახით. მარნის დამატებით კი, მენიუში ღვინის არჩევანიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, გირჩევთ თავად ესტუმროთ „ზალას“ და ალბათ მიხვდებით, რა ხდის მას ყველასგან გამორჩეულს.

https://infos.ge/1320/geo/company
ზალა

„თავადური“ - თუკი გინდა, რომ ერთ სივრცეში გართობის სხვადასხვა საშუალება გქონდეს, მაშინ დაუფიქრებლად უნდა ესტუმრო „თავადურს“. ყოვედღიურად შთამბეჭდავი გასართობი პროგრამის, საუცხოო გარემოსა და დახვეწილი ინტერიერის გარდა, თქვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენს რესტორნის უგემრიელესი მენიუ, რომელსაც ახლახანს საფირმო სალათი - „თავადური“ შეემატა. სალათის ფურცლების მიქსით, გრილზე შემწვარი ღორის სუკით, პომიდორი ჩერით, შეფის სპეც-სოუსით, გლასას სოუსითა და ტენილი ყველით შექმნილი უგემრიელესი სალათი, ნამდვილად არის მიზეზი იმისა, რის გამოც აუცილებლად უნდა ესტუმროთ „თავადურს“.

https://infos.ge/485/geo/company
თავადური

„ვერიკო“ - ბევრისთვის საყვარელი და გამორჩეული რესტორანი „ვერიკო“, ცნობილია მისი გოგრის პონჩიკებით, რომელსაც ქალაქში კონკურენტი არ ჰყავს. თუმცა, გარდა პონჩიკებისა, რესტორანი სხვა უამრავ საინტერესო და გემრიელ კერძს გთავაზობთ. პონჩიკების გარდა, მომხმარებელი „ვერიკოს“ ელარჯზეა შეყვარებული. „ელარჯი კრევეტებით“ - ამ კერძის მენიუში დანახვის შემდეგ, შეუძლებელია მისი დაგემოვნების საოცარმა სურვილმა არ შეგიპყროთ. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ გახსნის დღიდან, ეს კერძი თავის პოპულარობას არ კარგავს. რაც შეეხება ფასს, „ელარჯი კრევეტებით“, შეგიძლიათ 18 ლარად დააგემოვნოთ.

ვერიკო

„მეამა“ - ადგილმდებარეობითა და ხედებით გამორჩეულმა რესტორანმა - „მეამა“, მნიშვნელოვანი სიახლე შემატა თავის მენიუს და მას ახალი, „ეთნო მენიუ“ დაამატა. თუკი აქამდე „მეამაში“ მისულებს საოცარი ქართული ფიუჟენ კერძებით გიმასპინძლდებოდნენ, თებერვლიდან ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეგიძლიათ. „ეთნო მენიუ“ შედგება რვა კერძისგან, მათ შორის არის „თაშმიჯაბი“, „აფხაზურა“, „მწვანე ლობიო“, „ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით“ და ა.შ. როგორც რესტორანში განმარტავენ, ახალი მენიუ, ძირითად მენიუსთან შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩევა.

https://infos.ge/1218/geo/company
მეამა

„ბროწეულები“ - პატარა, მყუდრო და ლამაზ რესტორანში მისულებს, მენიუში შეტანილი სიახლეები ხშირად დაგხვდებათ. კერძები, რომელსაც სხვაგან ვერ დააგემოვნებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა გიყვარდეს „ბროწეულები“. ქართული ტრადიციული და ფიუჟენ კერძების უგემრიელესი მენიუდან, რესტორანში ყველაზე პოპულალურ კერძად საფირმო სალათს - „ბროწეულას“ ასახელებენ. სალათის ფურცლებით, ნიგვზით, სულგუნით, ბწორეულის სოუსით, შავი ქლიავისა და გარგარის ჩირით დამზადებული უგემრიელესი სალათი, 14 ლარად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

ბროწეულები
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL