მე-19 საუკუნის გაცოცხლებული კულინარია და ბარბარე ჯორჯაძის ფასდაუდებელი რეცეპტები
ყოველთვის, როდესაც ქართული კულინარის ისტორიას ვეხებით, აუცილებლად გვახსენდება ქალი, რომელმაც ერთ წიგნად შეკრა და შთამომავლობას გადასცა ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური. მე-19 საუკუნეში მცხოვრები თავადის ქალის, ბარბარე ჯორჯაძის დამსახურებით, მრავალი ნაცნობი თუ უცნობი რეცეპტი გაერთიანდა და გამოიცა წიგნის - “სრული სამზარეულო”-ს სახით. 2015 წელს კი, თბილისში რესტორანი „ბარბარესთან“ გაიხსნა, რომელიც სრულიად შთაგონებულია ბარბარე ჯორჯაძის კულინარიული საოცრებებით.
ბარბარესთან„რესტორანში ”ბარბარესთან”, სტუმრებს მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი ქართველი კულინარის - ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების მიხედვით მომზადებულ ქართულ კერძებს ვთავაზობთ. რესტორნის კონცეფციაზე კომპანია ”გასტრონავტმა” იმუშავა, შეფმზარეულმა კი, ბარბარე ჯორჯაძის წიგნიდან - „სრული სამზარეულო“, რეცეპტები  გააცოცხლა და გაათანამედროვა. რესტორანი ქართულ მრავალშვილიან ოჯახს ეკუთვნის, მისი დამფუძნებელი 11 შვილის დედ-მამა, მარიამ ჯიბუტი და ზვიად ქურასბედიანია.  „ბარბარესთან“ მოსულ სტუმრებს, ჯანსაღ და სასარგებლო პროდუქტს ვთავაზობთ,  მაგალითისთვის, ერბო თუშეთიდან, ინდაური კი, იმერეთიდან ჩამოგვაქვს და ზოგადად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტები მოვიძიოთ“.
ბარბარესთანგასაკვირიც არ არის, რომ რესტორანში ყველა კერძი უნიკალური და საავტოროა. თითოეულს ისეთი საოცარი გემო აქვს, შეუძლებელია ერთხელ სტუმრობით დაკმაყოფილდე და უნიკალურ რესტორანს კიდევ ბევრჯერ არ ესტუმრო. მაგალითად,  იხვი მიწავაშლის სოუსით, გოგრის გუფთა ელარჯით, ქათამი გურულად, კომშის წვნიანი რაჭული ლორით და მათ შორის დესერტებიც, თუნდაც “ფელამუშ ქეიკი”.
ბარბარესთანროგორც რესტორანში განგვიმარტეს, მთავარი მენიუს გარდა, აქვთ სეზონური მენიუ, რომელიც ხშირად იცვლება და ყველა სეზონზე  შესაბამის კერძებს გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, infos.ge რესტორნის ინტერიერითაც დაიტერესდა და ინტერიერში შეტანილ სიახლეზეც გავიგეთ.
ბარბარესთან„რაც შეეხება ინტერიერს, მე-19 საუკუნის გარემო შევქმენით. რესტორანში მოსული სტუმარი თავს სახლში გრძნობს. კონცეფციით, ეს არის თავადის სახლი, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. ზოგადად დაარსების დღიდან ვვითარდებით და იზრდება ჩვენი სივრცეც, რესოტრნის სრული ინტერიერი ვინტაჟური იყო, მანამ, სანამ არ დავამატეთ ახალი კუთხე - „ბარბარეს სამზარეულო ოთახი“, რომელიც ძველ და თანამედროვე ელემენტებს აერთიანებს“.
ბარბარესთან
როგორც გავიგეთ, ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას, „ბარბარესთან“ მისულ სტუმრებს, შეუძლიათ ცოცხალი მუსიკით დატკბნენ და ძველი თბილისური რომანსების ფონზე დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები. რაც შეეხება კვირის სხვა დღეებს, ფონური ქართული მუსიკით ზრუნავენ სტუმრების  განწყობაზე.
ბარბარესთანბოლოს კი გეტყვით, რომ რესტორანი ”ბარბარესთან” აღმაშენებლის 132 ნომერში მდებარეობს და სამზარეულო ყოველდღე 12:00 საათიდან 23:30 საათამდე გემსახურებათ. რესტორანი კი, ბოლო სტუმრამდე მუშაობს.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL