ოსკაროსანი ,,ფავორიტი” საქართველოს კინოთეატრებში
ყვითელ კაბაში მოცეკვავე ემა სთოუნი ამ ფილმში კონსერვატიულ გარეგნობას მოირგებს და ძველი ინგლისის სოციალური ცხოვრებისთვის შესაფერის კაბას ჩაიცვამს. რიგით 91-ე ოსკარის დაჯილდოვებამ ჩაიარა და ,,ფავორიტმა” ცხრა ნომინაციიდან ერთის აღება შეძლო. ფილმი ბერძენმა, გენიალური ,,ლობსტერის” რეჟისორმა გადაიღო. მის სახელზე მეტად მისი ფილმოგრაფიაა ცნობილი, მაგრამ დროა კულისებიდან თავი გამოყოს და იამაყოს ,,ფავორიტის”, ,,ლობსტერის” და სხვა ფილმების გამო. იორგოს ლანთიმოზის ეს ფილმი მეთვრამეტე საუკუნის ადრეულ პერიოდს შეეხება. მოქმედება ინგლისში ვითარდება, რომელიც საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, რომლის როლსაც აწ უკვე ოსკარის მფლობელი ოლივია კოლმანი ასრულებს. ავადმყოფობის გამო დედოფალი საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებს და ქვეყნის მართვას დედოფლის ახლო მეგობარი ლედი სარა გადაიბარებს. სარას როლს ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი რეიჩელ ვეიცი ასრულებს. ემა სთოუნს რაც შეეხება, ის თავისი მომხიბვლელობით მაყურებელთა გულებს კიდევ ერთხელ დაიპყრობს. მან ამჯერად თავისი განუმეორებელი შარმი მოსამსახურე აბიგაილის როლში ამოქსოვა. ღიმილით გულების მონადირება არ იკმარა და ხელში იარაღიც აიღო.

ფილმში ომისთვის შეუსაბამო სიტუაციებსაც ვხვდებით, როგორიცაა მაღალ ეშელონებში მოკალათბულთათვის გამართული იხვების შეჯიბრი. სისხლიანი ომის მიუხედავად არისტოკრატები ნორმებს ვერ არღვევენ და ცოტა კომიკურადაც იქცევიან. მოახლე აბიგაილი ლედი სარას გადაღლილი ფსიქიკის მალამოდ გვევლინება, მოკლედ ფილმში ბევრ საინტერესო პასაჟს ამოვიცნობთ და სულ რომ არაფერი ემა სთოუნისთვის ღირს დარბაზის გადავსება. დედოფალი ანას როლის შესრულებისთვის ოლივიამ ოსკარს გამოკრა ხელი, მაგრამ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულთაგან განსხვავებით ეს დამსახურებულად მოახერხა. ფილმმა ასევე აიღო 34th Independent Spirit Award-ის ჯილდო საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში. კრიტიკოსების დადებითი შეფასება და ჯილდოები მეტყველებს იმაზე რომ ,,ფავორიტი” აუცილებლად უნდა მოხვდეს ჩვენს მიერ ნაყურები ან მომავალში საყურებელი ფილმების სიაში. საქართველოს კინოთეატრებშ, კერძოდ ამირანში, ფილმი 5 მარტის ჩათლით გავა, ინგლისურ ენაზე, 16 საათსა და 45 წუთზე. ბილეთის ღირებულებაა 14 ლარი, ორსაათიანი სიამოვნებისთვის და ემა სთოუნისთვის ეს თანხა სასაცილოც კია...
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL