როგორ გავატაროთ დასვენების დღეები პირველ, ორ და სამ მარტს

Infos.ge-ს არ ავიწყდება თქვენთვის კვირის საინტერესოდ დაგეგმვაში დახმარება. ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას და გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და ორიგინალურ ივენთებს, სადაც შეგიძლიათ გაატაროთ დასვენების დღეები.


ელექტრონული მუსიკა

 

BASSIANI


განსაცვიფრებელი პარასკევი საღამოს ერთ-ერთი შემოქმედი, ჰოლანდიელი არტისტი Darko Esser იგივე Tripeo. დარკოს ალტერეგოდ შეიძლება მივიჩნიოთ Tripeo, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ტექნო კულტურასა და მის განვითარებაზე. კლუბის მთავარ სცენაზე Tripeo-სთან ერთად შევხვდებით HVL,რომელიც ქართული ტექნო მუსიკის ინტერნაციონალიზაციას ახდენს. ის თავისი მუსიკით წარმოადგენს სახეს უცხოურ ტექნო სცენებზე. HOROOM-ის სცენაზე კი შევხვდებით Kvachi-ის და გიორგი ჩიტალაძეს თავისი პროექტით OBJECTOR.
Tickets:https://bassiani.com/night/bassiani-horoom-01-03-19/

I Pre-Sale: 20 GEL

II Pre-Sale: 30 GEL

Door: 30 GEL
Facebook Event: https://www.facebook.com/events/312065622993607/



 

SPACEHALL

 

პირველ თებერვალს TREEBAL-ის 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიწისქვეშა ტექნო სამყაროს  ერთ-ერთი წარმომადგენლის, SPACEHALL-ის სცენაზე გამოჩნდება ფსიქოდელიური ტრანსის ყველაზე გამორჩეული არტისტი ASTRIX. ქართველი რეივერები ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ამ არტისტის ქართულ სცენაზე გამოჩენა აღორძინების მანიშნებელია, ქართული ტექნო სცენის პროგრესზე მიუთითებს და მოწმობს იმ ფაქტს, რომ ქართული სცენა თანდათანობით ევროპულ ტექნო კულტურას უახლოვდება. ამ გამორჩეულ არტისტთან ერთად მოვისმენთ უნგრელ DJ WEGHA, მოკლედ ეს საღამო ფსაიტრანსისადმია მიძღვნილი და ამ ჟანრის ნამდვილი გულშემატკივრები SPACEHALL-ში შეიკრიბებიან.
Tickets:https://spacehall.com/night/treebal-birthday-with-astrix/

I Pre-Sale: 30 GEL

II Pre-Sale: 40 GEL
III Pre-Sale: 50 GEL
Door: 60 GEL
Facebook Event: https://www.facebook.com/events/320177898705585/



 

KHIDI


ყველას ეშინოდა გადაჭედილი SPACEHALL-ის, რადგან უამრავი ხალხი მოიყრიდა თავს, რომ ენახა ფსიქოდელიური ტრანსის ეს განუმეორებელი არტისტი, თმცა KHIDI  ამჯერადაც არ ჩამორჩა კონკურენტებს და მავანთა გულის გასახეთქად სცენაზე REGAL მოიწვია. აღრავის ეშინია გადატვირთული ანდერგრაუნდ კლუბების, პირველ მარტს რეივერებს სამ ნაწილად გაყოფა მოუწევთ ერთნი ჰოლანდიურ მშვიდ მშვენიერებას აირჩევენ, მეორენი ფროიდზე გასაგიჟებელ კაცს მოუსმენენ SPACEHALL-ის სცენაზე, მესამენი კი REGAL-ისა SHLOMO-ს მოსასმენად KHIDI-ს მიაშურებენ. BOILER ROOM ისეთ მაცდური წინადედადებაა რომ შეიძლება წინასწარ ნაყიდი ASTRIX-ის ბილეთები ვიღაც გამვლელს აჩუქო და KHIDI-ის ივენთისთვის ფულის შეგროვება დაიწყო.  საღეჭი რეზინი და წყალი არ დაგავიწყდეთ, პარასკევის ღამე ყველა სხვა ერთად აღებულ ღამეზე დატვირთული და აღმაფრთოვანებელია…
Tickets:https://khidi.ge/product/boiler-room-x-khidi/

I Pre-Sale: 40 GEL
II Pre-Sale: 50 GEL

Door: 50 GEL
Facebook Event: https://www.facebook.com/events/405503676921560/


ფილმი

 

ამირანის კინოთეატრში შაბათს შეგიძლიათ ნახოთ ოსკარის ნომინანტი ფილმი ,,ფავორიტი”. ამირანის დარბაზში, 16:45 საათზე 14 ლარის სანაცვლოდ შეგიძლიათ ნახოთ საკმაოდ საინტერესო კომედიური დრამა, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანეთს შეეხება. ფილმის რეჟისორია ბერძნული წარმომავლობის რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი. ოლივია კოლმანთან ერთად ფილმში შეხვდებით ემა სთოუნსაც. ფილმის მრავალი ჯილდო მეტყველებს მის ორიგინალურ სცენარასა და ხარისხიანობაზე. ფილმი 2 საათის მანძილზე გაალამაზებს დარბაზის ეკრანს…
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ:https://biletebi.ge/kinos-biletebi/favoriti-the-favourite




 

ბავშვებისთვის


დატვირთული უიქენდის მიუხედავად ჩვენ არ გვავიწყდება პატარებისთვის გასართობ-ინტელექტუალური ღონისძიებების თქვენთვის გაცნობა და გთავაზობთ ძალიან საინტერესო სპექტაკლს, რომელიც ეგზიუპერის მოთხრობის მიხედით დადგა რეჟისორმა ირაკლი კავსაძემ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში შეგიძლიათ თქვენს პატარებთან ერთად ნახოთ სპექტაკლი ,,ანტუანი და პატარა უფლისწული”. სპექტაკლში მონაწილეობენ კახი კავსაძე, ირაკლი დუმბაძე და გივიკო ხახიძე. ,,ანტუანი და პატარა უფლისწული” ორი საათის განმავლობაში შეძლებს თქვენი პატარების რეალობიდან მოწყვეტას და ზღაპრის სამყაროში გადაპორტირებას.
ბილეთბი: https://biletebi.ge/youth-theatre-georgia/antuani-da-patara-uflistsuli--



 

სალონური საუბრები


3 მარტს საღამოს ცხრა საათზე მურმან ჯინორიასთან ერთად შეგიძლიათ დაესწროთ სალონურ საუბრებსა და პოეზიის საღამოს. საღამო ორ საათს გასტანს და ამ ორსაათიანი სიამოვნების ღირებულება მხოლოდ 30 ლარს შეადგენს. მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტთათვის კი ეს სიამოვნება მხოლოდ 20 ლარი ეღირება. პოეზიის საღამო გაიმართება აზროვნების აკადემიაში, იოსებიძის 57 ნომერში. დასწრების მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია. დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fgoo.gl%2FbWrX61%3Ffbclid%3DIwAR1PLPy0Zb5vHTed62DsytB3b7-u8JPFe8ajbYkPJ7PmFLqvKpvC5mfdaeo&h=AT2iwZtG0GbKxVL-SYmbJfvRe_F0W4JL00OJ9nBMt2yKgE6tUDFbIRmOskUOfzx7x_FJmnXlkFYytlXkcfFihk7apf9R0NYkZloKRgTOKz5QrCZBQQHDYKQajxBYAg-_EIhv

Facebook Event: https://www.facebook.com/events/310517616480132/


 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL