რესტორანი "ძველი ქალაქი" - ვაკანსიები
ვაკანსია N1:

ქართული რესტორანი "ძველი ქალაქი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
  • სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
  • თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შექმნა.

მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია);
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, რუსული ენის ცოდნა - სასურველი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახული და შრომისმოყვარე.
ვაკანსია N2:

ქართული რესტორანი "ძველი ქალაქი" აცხადებს ვაკანსიას ივენთ მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგის მიმართულებით, სარეკლამო პროფილით, საზოგადოებასთან ურთიერთობა, PR;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
  • ლიდერული თვისებები;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა; კრეატიულობა;
  • სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.
ფუნქციები და მოვალეობები:
  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • ბაზარზე ბრენდის ცნობადობის და მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება; ივენთებში მონაწილეობა, დაგეგმილ პროექტებში აქტიური ჩართულობა;
  • სოციალური ქსელების პოპულარიზაცია; საიტის ადმინისტრირება; მედიასთან კომუნიკაცია;
  • პროდუქციის გაცნობის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება; კომპანიის და ბრენდის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა;
  • რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
სამუშაო პირობები:
  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV (ივენთ მენეჯერის პოზიციაზე ფოტო-სურათით. ამ პოზიციაზე ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: dzveliqalaqi2018@gmail.com
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL