რა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს მავნე ნივთიერების შემცველი თავის მოვლის საშუალებები
მიუხედავად იმისა, რომ „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“, გააჩნია მსხვერპლის რაოდენობას და შედეგს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მიიღებს. ქიმიური კონსერვანტები, სილამაზისთვის საჭირო პროცედურები, კოსმეტიკაში შემავალი მავნე ნივთიერებები და სილამაზისთვის საჭირო ყველა პროდუქტი თუ პროცედურა, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჯანმრთელობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის თავიდან აცილებაც შეგვიძლია.
ჯანმრთელობისთვის საშიში კოსმეტიკათუკი კვლევებს დავუჯერებთ, ტუჩსაცხების უმრავლესობა შეიცავს დიდი რაოდენობით ტყვიას, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს როგორც კონკრეტულად ტუჩებზე, ისე ორგანიზმის ძირითად ფუნქციებზეც. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ ლითონს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. იმისათვის, რომ მივხვდეთ რამდენად ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე, შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ტუჩსაცხი. წაისვით პომადა ხელზე, გადაატარეთ ზემოდან ოქროს ნაკეთობა და თუკი პომადა გაშავდა, ესეიგი მასში დიდი რაოდენობით არის ტყვია.
ჯანმრთელობისთვის საშიში კოსმეტიკაასეთივე ზიანის მოყენება შეუძლია ავტორუჯის კრემსაც. მიუხედავად იმისა, რომ ის რუჯის მიღების ყველაზე უსაფრთხო გზად მიაჩნიათ, მასში შემავალი ძირითადი ნივთიერება DHA საგრძნობლად აზიანებს კანის უჯრედებს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. ამასთან ერთად, თუ ხელოვნური რუჯის მისაღები მასალა არის აეროზოლის სახით, გამოყენების დროს შესაძლოა შევისუნთქოთ, რაც დიდ ზიანს აყენებს სასუნთქ სისტემას.
ჯანმრთელობისთვის საშიში კოსმეტიკარამდენიმე სიტყვით დეოდორანტებსაც შევეხოთ,  რომლებიც შთანთქავენ ოფლის სუნსა და ხელს უშლიან მათ გამოყოფას. ანალოგიურ კვლვებზე დაყრდნობით, შეგვიძლია გითხრათ, რომ მათში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ზრდიან სისხლში ესტროგენების დონეს, რაც იწვევს მკერდის ქსოვილების ზრდას და ჩნდება კიბოს განვითარების დიდი რისკი.
ჯანმრთელობისთვის საშიში კოსმეტიკაბოლოს კი, ფრჩხილების სილამაზის საშუალებაზეც ვისაუბროთ. ფრჩხილის ლაქის ერთ-ერთი აქტიური, შემადგენელი ნივთიერება - DBP პოტენციურად საშიში აღმოჩნდა. ეს ნივთიერება მეცნიერების მიერ გამოიყენებოდა მკვდარი ქსოვილების შესანარჩუნებლად, არამიზნობრივად მისმა გამოყენებამ კი, შეიძლება გამოიწვიოს ასთმა და კიბოს განვითარება.
ჯანმრთელობისთვის საშიში კოსმეტიკა
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL