ქართველები „Berliner Wein Trophy 2019“-ის კონკურსზე ჟიურის წევრებად მიიწვიეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის -„Berliner Wein Trophy 2019“-ის ჟიურის წევრებად, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე - ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსზე მსოფლიოს 41 ქვეყნის, 1 400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა, სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარმოადგინა. შედეგები მიმდინარე წლის 1 მარტს გახდება ცნობილი. გამარჯვებული ღვინოები კი, „პრემიუმ ოქროს“, „ოქროსა“ და „ვერცხლის“ მედლებით დაჯილდოვდებიან.

„კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით. „Berliner Wein Trophy“ გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან”.

როგორც გავიგეთ, პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი „Berliner Wein Trophy 2019“ წელს 23-ედ იმართება.

ასევე გავარკვიეთ, რომ კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის, ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციის, ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსების მსოფლიო ფედერაციის პატრონაჟით ტარდება. „Berliner Wein Trophy“-ში გამარჯვება მიანიშნებს, რომ ღვინო შეესაბამება ხარიხსხის მაღალ სტარნდარტებს, რაც ხელს უწყობს მსოფლიო ღვინის კულტურის შემდგომ განვითარებასა და ხარისხის გარანტიას.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL