კატების კაფე ტოკიოს შუაგულში

ტოკიოში, შინჯუკუში(Shinjuku) ფუჯის შენობის მეექვსე სართულზე გახსნილი Calico, არის კაფე, სადაც იაფი და გემრიელი კერძების დაგემოვნების გარდა შეგიძლიათ კატებთან ერთადაც ითამაშოთ… კაფე ორ ნაწილად იყოფა: სათამაშო მოედნად, სადაც ვიზიტორები კატებთან ერთად თამაშობენ და კერძების დასაგემოვნებელ სექციად. განსაკუთრებული მენიუთი არ გამოირჩევა ეს კაფე, ჩვეულებრივი მაგრამ გემრიელი კერძებით გიმასპინძლდებიან და თან ძალიან იაფად. ამ კაფეს მთავარი ნიშა კატებია…

Calico-ში 50 კატაა, ყველა მოსიყვარულე და მეგობრული… კაფეს ტერიტორია ორ სართულზეა განფენილი. მეხუთე სართული ჭეშმარიტად კაფეს ფუნქციის შემსრულებელია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შეუკვეთონ სასმელი, საჭმელი და საკვები კატებისთვის. მეექვსე სართულზე კატებთან თამაშთან ერთად შეგიძლიათ ვიდეო თამაშები ითამაშოთ. ვიზიტორები ვერ მალავენ გაოცებას მომსახურე პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმის, სისუფთავის და კატების მიმართ. Calico დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე მუშაობს. დაბალი ფასების და ორიგინალური კონცეფციის გამო ეს კაფე ტოკიოს ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა. ექსტრაორდინალური იდეის ასეთი ხორცშესხმა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. Calico-ში ყველანაირ კატას შეხვდებით, შროდინგერის კატის გარდა...

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL