ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ხილი
ხილის დადებით და სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ზოგიერთი ხილის სახეობა, განსაკუთრებით დადებითად აისახება წონის დაკარგვასა და სისხლის წნევის დარეგულირებაზე. როგორც ცნობილია, ხილი შეიცავს დაბალ კალორიას და საუკეთესოა იმ მხრივაც, რომ მისი დაგემოვნება შეგიძლიათ ნებისმიერ დროსა და ადგილას. ახლა კი, იმ რამდენიმე ხილს ჩამოგითვლით, რომლის ყოველდღიურად გამოყენებაც, იდეალურად დააბალანსებს თქვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმს.
 
ვაშლი - ხილი, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს, ყოველთვის სასარგებლო და სასურველია ორგანიზმისთვის. კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ის იდეალურად წვავს მუცლის ცხიმოვან ფენას და გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინებით. მისი ყოველდღიურად მიღება სასურველია დილის ან დღის საათებში.
ვაშლი

ავოკადო - მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილია როგორც ცხიმიანი ხილი, ცხიმების დაწვას საგრძნობლად უწყობს ხელს. ის შეიცავს მაღალი რაოდენობით ომეგა 9 ცხიმოვან მჟავებს და ვიტამინებს, რომელთა სარგებლობაც განუსაზღვრელია ორგანიზმისთვის.
ავოკადო

მოცვი - ზოგადად ყველა სახის კენკროვან ხილს ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მათი როლი ცხიმების დაწვის პროცესში. მათ შორის განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და კალორიების დაწვას.
მოცვი

ქოქოსი - ბუნებრივად ტკბილი ხილი, რომელსაც ადვილად შეუძლია დააკმაყოფილოს შიმშილი. მას ასევე დატვირთული ტრიგლიცერიდების მოზღვავებული ოდენობა აქვს, რაც დაახლოებით 30%-ით ზრდის მეტაბოლიზმს.
ქოქოსი

გრეიფრუტი - ხილი, რომელიც შეუცვლელია წონაში კლების მსურველთათვის. მისი პირველი ზემოქმედება ხორციელდება მუცლის ცხიმოვან ნაწილზე. გარდა ამისა, ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს და დიეტოლოგების რჩევით, თითქმის ყველა სრულფასოვან დიეტაშია წარმოდგენილი.
გრეიფუტი

ნესვი - ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული ხილი, რომელიც მდიდარია  C და B ვიტამინებით,  ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნესვი მაქსიმალურად ანადგურებს სხეულში ცხიმოვან მასას.
ნესვი

საზამთრო - კიდევ ერთი ზაფხულის პოპულარული ხილი, რომელიც საუკეთესოა როგორც ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ისე დიეტის დროს.  მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს შაქრის მაღალ დონეს, მაინც ინტოქსიკატად მოქმედებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგრძნობლად ამცირებს შიმშილის გრძნობას.
საზამთრო 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL