რესტორანი იაპონიაში, სადაც მაიმუნები მოგემსახურებიან და გაგართობენ
იაპონია ყოველთვის გამოირჩეოდა გასაოცარი იდეებითა და ინოვაციებით, მაგრამ იაპონელი წყვილის მიერ გახსნილი ეს რესტორანი ნამდვილად განსაცვიფრებელია. ტოკიოს მახლობლად, ქალაქ Utsunomiya-ში იაპონელმა ცოლ-ქმარმა სამყაროს ყურადღება იმით მიიქცია, რომ მათ მიერ გახსნილ რესტორანში სახელად ,,Kayabuki”, ვიზიტორების მომსახურებასა და გართობაზე მაიმუნები ზრუნავენ. ეს რესტორანი მხოლოდ სავახშმო ადგილია, ის საღამოს 6 საათზე იხსნება. მაიმუნების ნახვამდე, რომლებიც გახსნიდან 2 საათის შემდეგ გამოდიან რესტორნის ტერიოტრიაზე, ვიზიტორებს შეუძლიათ დაააგემოვნონ ტრადიციული იაპონური სამზარეულო და ამ სამზარეულოს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი სუში, რომელიც ,,Kayabuki”-ში განსაკუთრებით გემრიელია… ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ დააგემოვნონ Gyoza რომლის ჰარმონიულ გემოზეც ლეგენდები დადის…

მიუხედავად უგემრიელესი საკვებისა, ვიზიტორები ამ რესტორანს იმ ხუთი მაიმუნის გამო სტუმრობენ, რომლებიც ძალიან მეგობრულები არიან და სტუმართა გართობისთვის ყველაფერს აკეთებენ. ეს რესტორანი არ გამოირჩევა გრანდიოზულობითა და ,,მზეთუნახავი” დეკორაციებით, თუმცა სტუმრების ყურადღება და პატივისცემა მაინც დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეამ გაამართლა… მაიმუნები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, საზოგადოებასთან ინტეგრირებენ და მათთან ერთად თამაშობენ… ზოოპარკში მათ გამომწყვდევას ნამდვილად ჯობია ასეთ გართობაში გაატარონ ცხოვრება და შეიძლება ჯუნგლების ველურ გარემოსაც არჩიონ ცივილიზებული ყოფა-ცხოვრება...
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL