ხიფათის მოყვარული ესპანელები ანუ რესტორანი ვულკანის თავზე

ესპანეთის უმშვენიერეს კუნძულზე, ლანზაროტეზე (Lanzarote), მაროკოს სანაპიროზე განფენილ ვულკანურ მთებზე აშენებულია რესტორანი, სახელად ,,El Diablo”. სახელი სიმბოლურია, რადგან რესტორანი ვულკანის თავზეა გახსნილი და კერძებიც ვულკანის ლავის სიმხურვალით მზადდება და როგორც რესტორნის პატრონები ამბობენ ეშმაკსაც შეუძლია მოამზადოს უგემრიელესი კერძები. რესტორნის აშენება საკმაოდ კომპლექსური საკითხი იყო, არქიტექტორებმა ედუარდო კასერესმა და ხესუს სოტომ დიდი შრომა ჩადეს, რომ El Diablo ხორცშესხმული იდეა ყოფილიყო და არა მეტაფიზიკური.

მთები, რომელზეც რესტორანია კონსტრუირებული, ახალგაზრდა მთათა სისტემაა, მათ არ განუცდიათ დეფორმაცია, ისინი არ განიცდიან ეროზიის გავლენას, ჩვენ ვუყურებთ იმ მთებს, რომლებსაც 1824 წელს უყურებდნენ, როცა ვულკანის უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა და მთათა სისტემამაც დასრულებული სახე მიიღო. El Diablo-ს ერთადერთი ღირსება ვულკანის ლავის სიმხურვალით მომზადებული კერძები არ არის, რესტორნიდან იშლება უმშვენიერესი ხედი. მიირთმევთ ბუნების სიმხურვალით შემწვარ უგემრიელეს ხორცს, ტრადიციული სამზარეულოს კულტურა რომ იგრძნობა მასში და თანაც ვულკანურ ქვებსა და წითელ ქვიშას გაჰყურებთ, თითქოს მარსზე ვახშმობდეთ… ვულკანის ბობოქარი ბუნების ნუ შეგეშინდებათ, ის ახლა უკვე დაბრძენებულია, ამიტომაც აუცილებლად ეწვიეთ El Diablo-ს ესპანეთში ვიზიტის შემთხვევაში...

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL