იაპონიის ღვინის კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მიიღეს
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე - „საკურა“,  უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა. მათ შორის, 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.

მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. გარდა იმისა, რომ კონკურსი იაპონურ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ის ასევე განსაკუთრებულია ჟიურის წევრების შემადგენლობითაც. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია მხოლოდ და მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებით, რომლებიც მოღვაწეობენ ღვინის სფეროში, როგორც სომელიეები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები.
იაპონური კონკურსი საკურაწლევანდელ კონკურსზე, 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
 
აქვე გთავაზობთ ღვინოების ჩამონათვალს მედლების მიხედვით:

ორმაგი ოქრო:
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ - „საფერავი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – „ქისი 2017“;

ოქრო:
„მეღვინეობა ბესინი“ - ქინძმარაული პრემიუმი 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ - მუკუზანი 2017;
„ბოლერო და კომპანია“ - დაისი, ქისი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - საფერავი რეზერვი 2014;
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ - წარაფი;
„ვაზი+“ (მეღვინეობა ბინეხი)- რქაწითელი ქვევრი 2015
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი ქვევრი 2014;
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი რეზერვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ - საფერავი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი 2008;
„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი, ქვევრი 2015; 
„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი, ქვევრი 2016;
კორპორაცია „ქინძმარაული“ - ალაზნის ველი 2016;
„შალაურის ღვინის მარანი“ - რქაწითელი 2014;

ვერცხლი:
„მეღვინეობა ვაზიანი” - საფერავი, კაბერნე 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ - ბესინი, ქვევრი თეთრი, 2017;
„ბოლერო და კომპანია“ - დაისი, რქაწითელი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - მუკუზანი 2016;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“- ცქრიალა “ბრუტი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ - ხიხვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ - მწვანე 2017.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები, წარდგენილი იქნება 2018 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენა - Foodex Japan-ზე. კონკურსზე, თითოეულ მათგან ექნება შანსი მოიპოვოს უმაღლესი - “ბრილიანტის” ჯილდო. ეს კი, თავისთავად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას და ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე  ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე.
 
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL