ჩემო კარგო - ვაკანსიები

ვაკანსია N1:

ორიგინალი ჯგუფის რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“  აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე. მიმდინარეობს ქსელის გაფართოება, ახალი ობიექტებისა და მიმართულებების დამატება, მომსახურებების, კერძების მრავფეროვნებისა და ხარისხის  დახვეწა.

სქესი: მამრობითი

ასაკი:25-35  წელი

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე ფიქსირებული თანხა + % ნავაჭრიდან.

თანხა მერყეობს: 800-1500 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუციელებალია კანდიდატს ჰქონდეს სარესტორნე სფეროში (ქართული რესტორანი)  მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

  • აუცილებელია კანდიდატს გააჩნდეს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, მაღალბრუნვიან ქართულ რესტორანში სუპერვაიზერის თანამდებობაზე;

  • სავალდებულოა უცხო ენების ფლობა: ინგლისური, რუსული.

საჭირო უნარჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;

  • მოწესრიგებული;

  • აქტიური;

  • ორგანიზებული;

  • ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

სუპერვაიზერის ფუნქცია მოვალეობები:

  • კადრების დატრეინინგება- სერვისის (მომსახურების) ტრეინინგების ჩატარებაში სერვის მენეჯრთან ერთად მონაწილეობის მიღება, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ნაწილი;

  • მუდმივად უნდა ადევნოს თვალყური და შეაფასოს მასზე დაქვემდებარებული კადრები(მიმტანები);

  • უზრუნველყოს ჯავშნების ორგანიზება;

  • უზრუნველყოს მუსიკალური პროგრამის მონიტორინგი;

  • მონაწილეობა მიიღოს გაყიდვების განვითარებაში;

  • შეასრულოს მენეჯერების დავალებები და მიიღოს მონაწილეობა ობიექტის წინსვლასა და განვითარებაში;

  • აკონტროლოს ადგილზე მიტანის სერვისის შეკვეთების დროულად გამოსვლა სამზარეულოდან და მისი ხარისხი.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv)  შემდეგ მისამართზე: chemokargo.hr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სუპერვაიზერი)

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ და გამოცდილ  კადიდატებს შემდგომი პროცედურის გასავლელად.

გისურვებთ წარმატებას!

 

ვაკანსია N2:

ორიგინალი ჯგუფის რესტორნების ქსელი “ჩემო კარგო” აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე, რომელსაც ეცოდინება: ხაჭაპურის (იმერული, მეგრული,  აჭარული) ცხობა სხვადასხვა სახის ცომით, პიცები, ლობიანი, კუბდარი. ყველაფერი ცხვება ბუხარში. მცხობელმა, რომელმაც არ იცის ბუხარში ცხობა, კომპანია ადგილზე შეასწავლის.

ვაკანსიის მაძიებლის სქესი: მამრობითი/მდედრობითი

ასაკი: 25-45 წელი.

აუცილებელი მოთხოვნა: სამზარეულოს სტანდარტების ცოდნა, ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი. კადრი უზრუნველყოფილია კვებითა და ტრანსორტირებით.

სამუშაო საათები 09:00-19:00, 15:00-01:00. ანაზღაურება დღიური, კვალიფიკაციის მიხედვით 25-35 ლარი. კვირაში 1 დღე დასვენება. ხელფასი გაიცემა ორ კვირაში ერთხელ.

დაგვიკავშირდით ნომერზე : 595 608060

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL