ვალენტინობის დღის საჩუქარი Free Travel LTD-სგან
ტურისტული სააგენტო Free Travel LTD 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ქვეყნიდან ტურისტების გაყვანას უზრუნველყოფს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გახსნის დღიდან გამყვან ტურებზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა შემომყვანი ტურების დამატებასაც აპირებენ.
რა თქმა უნდა დავინტერესდით იმით, თუ რით გამოირჩევიან ქართულ ბაზარზე არსებული სხვა ტურისტული კომპანიებისგან და კითხვაზე სასიამოვნო პასუხი მივიღეთ.

„დაარსების დღიდან ჩვენი პრიორიტეტები იყო უმაღლესი ხარისხის სერვისი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები. რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებლებს ყოველდღიურად ვთავაზობთ აქციებსა და ფასდაკლებებს“.
აღმოჩნდა, რომ კომპანია ამ ეტაპზეც სასიამოვნო შემოთავაზებას აკეთებს და  სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობს. ნებისმიერი საგზურს, რომელსაც 14 თებერვალს, დღის ბოლომდე შეიძენთ, 15% დააკლდება.

„ამ აქციით ვფიქრობთ უფრო წყვილები ისარგებლებენ, თუმცა სხვა მომხმარებლებსაც არ ვივიწყებთ და მათ ბიუჯეტს ყოველთვის ვითვალისწინებთ. ასწორედ ასე ვახერხებთ მათთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ვარიანტების შეთავაზებას. ვეხმარებით საუკეთესო არჩევნის გაკეთებაში და მაქსიმალურად ვცდილობთ არცერთი ტურისტი არ დარჩეს უკმაყოფილო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომსახურება სტანდარტულია, ხარისხი მაინც ყველაფერზე მეტყველებს. ორმხრივი ავიაბილეთები, სასტუმრო, სამოგზაურო დაზღვევა, ტრანსფერი, შიდა გადაადგილება და მუდმივი ყურადღება, რომელსაც თითოეული ჩვენი მომხმარებელი იგრძნობს ტურის დასრულდებამდე“.

იმ შემთხვევაში, თუკი Free Travel LTD-ს მომსახურებით დაინტერესდებით, შეგიძლიათ პირველ რიგში მათ Facebook გვერდს ეწვიოთ, სადაც ყოველთვის დაგხვდებათ ინფორმაცია აქციისა თუ ფასდაკლებების შესახებ. 
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL