“მივინო“ - წვეულებაზე ღვინის გასახსნელის გარეშე დარჩენილი მეგობრების სტარტაპი
„მივინო“ ორი მეგობრის - გიორგი მაჭავარიანისა და საბა სახვაძის სტარტაპია, რომელმაც გამოჩენის წუთიდან დაიმსახურა საზოგადეობის დიდი ყურადღება. მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენიც და დეტალურად გამოვიკითხეთ სტარტაპის ისტორია, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ორიგინალური და კრეატიული სტრატაპის იდეა დაახლოებით წელიწადნახევრის  წინ გაჩნდა, თუმცა იდეის დახვეწას, მის რეალიზებასა და ყველა დეტალის გათვლას, რომ დიდი დრო სჭირდება, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. იდეის დაბადებას კი, წინ ძალიან საინტერესო და სახალისო ისტორია უძღვის, რომელზეც გიორგი მაჭავარიანი გვესაუბრა.
მივინო„იდეა-შეგვექმნა ქილის ღვინო, დაგვებადა წვეულებაზე, სადაც გასახსნელის არ ქონის გამო და რადენიმე ჩანგლის გატეხვის შემდეგ მივხვდით, რომ ღვინო არ უნდა ყოფილიყო ესეთ მოუხერხებელ შეფუთვებში. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი პროდუქტი, რომელიც იქნებოდა უფრო მსუბუქ, არამსხვრევად, ეკონომიური მოცულობის ტარაში. ამავედროს გვინდოდა ყოფილიყო იდეური სიმარტივის მატარებელი, გასცდენოდა ყანწის ჩარჩოებს და შეეცვალა დამოკიდებულება ღვინის სმისადმი. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, USAID-ისა და JSC Crystal-ის დახმარებით მოვიზიდეთ ინვესტიცია და დაუღალავი შრომის შემდეგ შევქმენით  ღვინო - „მივინო“, რომელიც სრულიად განთავისუფლებულია ყოველგვარი სირთულისაგან. ამ ეტაპზე, „მივინო“ ორი სახეობის ღვინოს - რქაწითელსა და საფერავს გვთავაზობს. როგორც თავად აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ  მათი მთავარი ფასეულობა  სიმარტივეა, „მივინო“ არის უმაღლესი ხარისხის საფერავისა და რქაწითლის ღვინო საქართველოში“.
მივინორა თქმა უნდა, დავიტერესდით იმითაც, თუ რამდენად შეინარჩუნებს ღვინო გემოვნურ მახასიათებლებს, როცა ის არა მინის ბოთლში, არამედ ალუმინის ქილაშია ჩამოსხმული.

„ეს არის კითხვა, რომელიც პროდუქტთან მიმართებით ყოველთვის პირველ რიგში გვესმის. უცხოელი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ შევიმუშავეთ უმაღლესი სტანდარტების ქილები სპეციალურად ჩვენი ღვინოებისთვის, მათი მჟავიანობისა და ალკოჰოლის გათვალისწინებით. საბოლოოდ მივიღეთ სპეციალური ღვინის ქილები, რომელიც სრულად იცავს ღვინოს ნებისმიერი სახის დაზიანებისაგან. უფრო მეტიც, ქილებში ღვინო უკეთ ინარჩუნებს თავის გემოვნურ თვისებებს, ვიდრე მინის ტრადიციულ ტარაში, რადგან გარდა ჰერმენტულობისა, ქილა იცავს მას სინათლის სხივების ზემოქმედებისაგან. ამ ეტაპზე პროდუქტი სატესტოდ წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ღვინის მაღაზიაში, თუმცა მიმიდინარეობს მოლაპარაკებები ბარებთან და ქსელურ სუპერმარკეტებთან. ასე რომ,  უახლოეს დღეებში „მივინოს“  მათ დახლებზე იხილავთ“.
მივინოსიახლის გაგების შემდეგ, ალბათ ბევრ თქვენგან გაუჩნდება სურვილი, რომ „მივინოს“ სხვა ღვინის სახეობებიც შეემატოს. სწორედ ამიტომ გეტყვით, რომ სამომავლოდ იგეგმება უამრავი სიახლე, მათ შორის ნახევრად ტკბილი ღვინოების დამატებაც. ჩვენ კი, რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მათ წარმატებები ვუსურვოთ.
 
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL