სად გავატაროთ 15-17 თებერვალი

Infos.ge აგრძელებს რუბრიკას და გეხმარებათ დასვენების დღეების საინტერესოდ დაგეგმვაში. თუ გაინტერესებთ სად გაატაროთ უიქენდი და რა ღონისძიებები იგეგმება 15-17 თებერვალს, მაშინ აუცილებლად გადახედეთ ჩვენს სტატიას…


ელექტრონული მუსიკა

BASSIANI

ელექტრონული სცენის პირველი მახარობელი BASSIANI ამ პარასკევს, 15 თებერვალს, თავის სცენას დეტროიტელ DJ JEFF MILLS-ს დაუთმობს. მისი ფუტურისტული მუსიკა ქართველ რეივერებს ახალ რეალობას შეაქმნევინებს და მეოცე საუკუნის იტალიაში გადაისვრის, სადაც ფუტურისტული მიმდინარეობა კლასიკურ ხელოვნებას გმობდა და ახალ სამყაროს ნახატებით ქმნიდა. არტისტის მუსიკა გაჯერებული იყო ჰიპ-ჰოპის ელემენტებით, მაგრამ ეს ელემენტები ახლა გაფერმკრთალებულია, თუმცა მის ტექნო მუსიკაში მაინც იგრძნობა დეტროიტული ჰიპ-ჰოპ კულტურა. მასთან ერთად მიწისქვეშა ტექნო სცენაზე დაუკრავენ სიახლეებისა და რისკების მოყვარული, BERGHAIM-ში მიწვეული KANCHELI და BASSIANI-ის რეზიდენტი KVACHI.  HOROOM-ის სცენაზე კი შევხვდებით სტაჟიანი მსმენელებისთვის საყვარელ IKA-ს და ხალისიანი სცენის ვიზიტორების საყვარელ DJ MERCURRIO-ს.
 

I pre-sale: 20 GEL
II pre-sale: 30 GEL
III pre-sale: 40 GEL
DOOR: 40 GEL
Tickets: https://bassiani.com/night/bassiani-horoom-15-02-19/



თეატრი


სოფოკლეს ტრაგედიაზე, ,,ელექტრა”-ზე დადგმული სპექტაკლი რუსთაველის თატრში, 17 თებერვალს, საღამოს შვიდ საათზე დაიდგმება. ბერძნებისთვის უცხო არ არის ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე გაჩაღბული ძმათა მკვლელი ომები, მაგრამ ელექტრას თავის ძმასთან ერთად დედაზე შურისძიება მოუწევს, რომელმაც შვილებს მამა მოუკლა. სპექტაკლის რეჟისორია ქართული თეატრის ბერტოლუჩი, რობერტ სტურუა. ტრაგედია თარგმნა გრიგორ კარანტინაკისმა და ნინო კანტიძემ. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 70 წუთი. ,,ელექტრა”-ზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 ლარიდან იწყება და მისი ღირებულება 15 ლარამდე აღწევს.
TICKETS: https://biletebi.ge/rustaveli-theatre/eleqtra-electra



ფრანგული სამზარეულოს დღე


16 თებერვალი ფრანგული სამზარეულოს დღეა კულინარიის კლუბი ელიტ ელექტრონიქსში. ამ დღეს სტუმრები შეძლებენ ფრანგული კერძები მოამზადონ შეფ-მზარეულ Levan Chkheidze-სთან ერთად. მასტერკლასის დასაწყისია 17:00 და ღირებულება 70 ლარი. მისამართი: ქავთარაძის N1.
Facebook link:https://www.facebook.com/events/459181034616535/



ასტრონომიის საღამო

თუ გიყვართ ასტრონომია და ციურ სხეულებზე დაკვირვება, არ უნდა გამოტოვოთ 17 თებერვლის საღამო ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. დაკვირვება დაიწყება 19:00 საათზე და დაკვირვებასთან ერთად ღონისძიების სტუმრები შეძლებენ ასტრონომიაზე და ციურ სხეულებზე საუბარსა და მსჯელობს. დასწრება თავისუფალია.
Link:https://m2b.ge/events/5490-astronomiis-saramo-yofili-ipodromis-teritoriaze-?fbclid=IwAR0FdpFy2menKWqEzXmgQkmEbKEHrijo0_Fv8hh8dJiorGU7WKZuA4frO2A


ლექცია


17 თებერვალს ,,ვეფხისტყაოსნის” მოყვარულთათვის გაიმართება ფსიქოთერაპევტ რეზო კორინთელის ლექცია თმაზე: ,,ვეფხისტყაოსანი ანალიტიკური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით”. ლექცია იოსებიძის 57 ნომერში, აზროვნების აკადემიაში გაიმართება, ცხრის ნახევარზე. ამ ორიგინალური ლექციის საფასურია 30 ლარი, რომელიც ფურშეტსაც მოიცავს.
Facebook Link: https://www.facebook.com/events/1770332609738691/




ფილმი



15 თებერვალს ოსკარის ნომინანტი ლუკას ჰეჯესი ქართულ კინოთეატრებში გამოჩნდება, ფილმით ,,ბენი დაბრუნდა”. ლუკასი ოსკარის დაჯილდოვებაზე ფილმში ,,მანჩესტერი ზღვასთან’ მონაწილეობისთვის მოხვდა, კრიტიკოსები ოსკარის ნომინაციას ამ ფილმითაც უპროგნოზირებენ. ფილმში ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავი, ჯულია რობერტსიც გამოჩნდება, რომელიც ბენის დედის როლს თამაშობს. ფილმი ბენის ხიფათიან ცხოვრებასა და დედა-შვილური ურთიერთობის სიძნელეებსა და უკომპრომისობას ეხება. 15 თებერვალს, 19:30-ზე კავეა ისთ ფოინთში შეძლებთ ამ ფილმის ყურებას. ბილეთის საფასურია 13 ლარი.
 

TICKETS:https://tkt.ge/Movies/6598/beni


ოპერა


თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 15 თებერვალს, საღამოს შვიდ საათზე გაიმართება პრემიერა ჯუზეპე ვერდის ნაწარმოებისა- ,,დონ კარლოსი”. ამ ნაწარმოების სცენური პერფორმანსის რეჯისორია ჩეზარე ლიევი. დირიჟორები იქნებიან ზაზა აზმაიფარაშვილი და ჯაკომო საგრიპანტი. ამ წარმოდგენაში მონაწილეობენ გიორგი ანდღულაზე, ლეონარდო გრამენია და სხვა უმაღლესი დონის არტისტები. ბილეთის ფასი 10 ლარიდან იწყება და 300 ლარსაც კი აღწევს.
TICKETS:https://tkt.ge/Show/176247/juzepe-verdi-don



ბავშვებისთვის


გინდათ თქვენმა შვილებმა მეტი დრო გაატარონ შემეცნებით გარემოში? მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ მზიურის კაფეს და ბავშვებს აჩუქოთ შესანიშნავი დღე. 17 თებერვლის ,,საკვი-რაოს” თემაა ,,ოთხფეხა მეგობრებთან ერთად”. მოწვეული სტუმრები არიან ნინო გოგილიძე და მედეა ნარჩემაშვილი. მზიურის კაფეში ბავშვები 12 საათიდან შეიკრიბებიან, სადაც შეძლებენ შეკითხვების დასმას,კითხვას და გაფერადებას. ბავშვებისთვის უკეთესი შემეცნებითი საქმიანობა არც არსებობს. ეს ღონისძიება განკუთვნილია 6-9 წლის ბავშვებისთვის, რომლებსაც მშობლების გარეშე მოუწევთ ამ დღის გატარება და შემეცნებასთან ერთად ახალ მეგობრებსაც გაიჩენენ. დასწრების ღირებულებაა 13 ლარი.
TICKETS:https://tkt.ge/Show/5431/sakvirao
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL