ჩანჩქერში გახსნილი რესტორანი
ყველას უყვარს ბუნების წიაღში საკვების მირთმევა, მაგრამ არავის მოფიქრებია რესტორნის გახსნა ჩანჩქერის პირას… ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილება და უგემრიელესი საკვების მირთმევა მშვენიერ ბუნებაში თუ გსურთ, ფილიპინებს უნდა ესტუმროთ. ,,Waterfalls Restaurant” ხელოვნურად შექმნილი ჩანჩქერის პირას მდებარეობს და ვიზიტორებს საოცარ ემოციებთან და გამოცდილებასთან ერთად  უგემრიელეს ზღვის პროდუქტსა და ტრადიციულად შეკაზმულ ბრინჯს სთავაზობს.

Villa Escudero-ს უმშვენიერეს კურორტზე გახსნილი რესტორანი, ფილიპინების სტუმრების ფავორიტი ადგილია. ჩანჩქერის პირას დადგმილი ხის მაგიდების ქვეშ ჩანჩქერის წყალია, რაც ვიზიტორების გაგრილებასა და გახალისებას ემსახურება. ეგზოტიკური საკვების მირთმევის შემდეგ სტუმრებს შეუძლიათ ჩანჩქერში ჩაწვნენ, გაგრილდნენ და სურათბი გადაიღონ. ეს ჩანჩქერი ხელოვნურია, ის დონ არსენიო ესკუდერომ შექმნა. ფილიპინების მწვანე ეგზოტიკაში ჩაძირული რესტორანი მნახველთა გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს...
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL