ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება.  

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორ-დონიანი ავტოსადგომის მოწყობა და გზის რეაბილიტაცია, რომელიც მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მიდის.  
ბოდბემათივე განცხადებით, ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი, ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ჩვენი ინფორმაციით, პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.  
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ