იოგა და მისი უმნიშვნელოვანესი როლი ჯანსაღი ცხოვრების წესში
ალბათ ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, სწორი კვება და ვარჯიშია. ჩვენს მრავალფეროვან სამყაროში, ჯანსაღი ცხოვრების წესის,  წონაში დაკლებისა თუ უბრალოდ ფორმაში ყოფნის უამრავი საშუალება არსებობს, დაწყებული მარტივიდან რთულამდე, დასრულებული დაბალფასიანიდან ძვირადღირებულამდე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა იოგა, რომელიც არა მხოლოდ ჯანსაღი სხეულისთვის, არამედ ჯანსაღი გონებისთვისაც იდეალურია. 
იოგადავიწყოთ თავიდან, რათა გავიგოთ, რას ნიშნავს იოგა და რა პრიორიტეტები აქვს მას. სიტყვა “იოგა” სანსკრიტის დიალექტზე ნიშნავს კავშირს, გონებას, სხეულსა და სულს შორის. მის სარგებლიანობაზე მეტყველებს უამრავი რამ,  კერძოდ: ის ხსნის დაძაბულობას, უფრო პლასტიკურს ხდის სხეულს, დადებითად მოქმედებს სხეულის ყველა ორგანოზე, ახდენს კუნთების სტიმულირებას, და ა.შ.
იოგაროგორც ამბობენ, ის ცხოვრების ფილოსოფიაა და გარკვეულად აღმოსავლური რელიგიების ნაწილადაც მოიაზრებენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ზრუნავს, არამარტო ფიზიკურ და გარეგნულ მხარეზე, არამედ ეხმარება ადამიანს შინაგანი სამყაროს სიმშვიდის და ჰარმონიის მიღწევაში. იოგა არის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, რაც ნამდვილად საჭიროა თანამედროვე ცხოვრების დინამიურ ტემპში ჩართული ადამიანისათვის. თუკი შენ დაკავებული ხარ იოგით, ნიშნავს იმას, რომ სხვებისგან განსხვავებით უკეთესად გძინავს, ის აძლიერებს შენს გულს, იოგა განიჭებს შვებას სტრესის დროს, გეხმარებათ წონის დაკლებაში,  მისი დახმარებით, შეგიძლიათ დაგიყენოთ კუნთებიც. გარდა ამისა, იოგა აუმჯობესებს მეხსიარებას, არაჩეულებრივად აწესრიგების კვების რეჟიმს და ხსნის წელისა თუ ზურგის ტკივილს.
იოგააქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ იოგას ყველა ვარჯიში მშიერ კუჭზე უნდა შეასრულოთ, ან დანაყრებიდან 3-4 საათის შემდეგ. ერთი საათით ადრე დაშვებულია შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი, ყავა ან სხვა სახის სითხე.

დამეთანხმებით იმაშიც, რომ იოგა საოცრად მიმზიდველი, ლამაზი, იდუმალი და საინტერესოა. ერთი შეხედვით უბრალო ვარჯიშებს, თუ მათ სწორედ შევასრულებთ, იდეალური ეფექტი აქვს. ყველა პოზას თავისი მოქმედების პრინციპი აქვს და რამდენადაც ღრმაა იოგას ცოდნა, იმდენად დიდი და სასარგებლო თვისებები გააჩნია მას.
იოგა
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL