
ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი მოხმარება კერძებში, სასმელებში, დიეტის დროსა თუ სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯაფილი ხელს უწყობს საკვების მონელებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, შეუძლია გულისრევის შეგრძნებისა და მუცლის ტკივილის შემსუბუქება, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, შველის ტოქსიკოზს, კუნთების დაჭიმულობას ვარჯიშის შემდეგ და ყელის ტკივილს, აუცილებლად უნდა გითხრათ ისიც, რომ მას უარყოფითი თვისებებიც ბევრი აქვს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი თვისებებისა, მან შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენით დაწყებული - სწორი ნაწლავიდან სისხლდენით დამთავრებული. მას ასევე აქვს სითბოს გამომუშავების თვისება და მიუხედავად იმისა, რომ უებარია გაციების დროს, კატეგორიულად დაუშვებელია მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული ხართ, შესაძლოა ჯანჯაფილის უარყოფითი თვისება ამ შემთხვევაშიც გამოვლინდეს და თქვენზე უარყოფითად იმოქმედოს.

ამ ყველაფრიდან კი, დასკვნა ერთია: ჯანჯაფილი არის მცენარე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, თუმცა ამის მიუხედავად მასაც აქვს უკუჩვენება. ამიტომ გირჩევთ, ჯანჯაფილის გონივრულად გამოყენებას, რათა მისგან მხოლოდ სარგებელი მიიღოთ.